| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაახლოებით 40 ათასია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც 2017-2018 წლებში გამოსაშვებ გამოცდებზე ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო ან არ მიიღო მონაწილეობა ამ გამოცდებში.
ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით წარადგინა.
კანონპროექტი სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს.
წარმოდგენილი კანონპროექტი თანახმად, ხდება სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება, რაც გულისხმობს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ გაცემას. პროექტის მიხედვით, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში და პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ