სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ წარვმართოთ საუბარი მასწავლებელთან, რომელიც შვილის ცუდ ყოფაქცევას ან მოსწრებას გვატყობინებს - რჩევები მშობლებს
15-03-2019
-
+


როდესაც მასწავლებელი გირეკავთ, დიდია იმის შანსი, რომ საუბარი ბავშვის ცუდ ნიშნებს, ან ცუდ ყოფაქცევას შეეხება. ასეთ დროს თავდაცვისა და პედაგოგის ბრალდებების (რომელთა გაჟღერება შესაძლოა ჯერ ვერც კი მოასწრო) უარყოფის სურვილი ჩნდება.

როგორ შევინარჩუნოთ ასეთ სიტუაციაში სიმშვიდე? ამაში სწორი კითხვები დაგეხმარებათ - რათა არ გადახვიდეთ ურთიერთბრალდებებზე და უმალვე დაიწყოთ ბავშვის შედეგების გასაუმჯობესებლად გეგმის შედგენა.

ცუდი აკადემიური მოსწრება

მასწავლებელი გეუბნებათ: „თქვენი შვილი კლასში დავალებებს ვერ უმკლავდება“.

პრობლემები აკადემიურ მოსწრებაში - დიდი რაოდენობის პრობლემების სიმპტომია. ბავშვს შესაძლოა ოჯახში არსებული პრობლემები უფანტავდეს ყურადღებას, ან უბრალოდ, გამოძინებას ვერ ასწრებს და კონცენტრირება უჭირს. 

სრულიად შესაძლებელია, რომ მოსწავლის ცუდი მოსწრება წინა სემესტრში ავადმყოფობის შედეგად გაჩნდა, რადგან გაცდენების გამო მასალას ვერ დაეწია. 

სწორი რეაქცია: მასწავლებელთან ყველა დეტალი დააზუსტეთ, იმისთვის, რომ გაიგოთ, რა სახის დახმარება სჭირდება ბავშვს: მას პრობლემები აქვს ყველა საგანში თუ მხოლოდ ერთში ან რამდენიმეში?

მან ცუდად დაწერა საკონტროლო წერა თუ მისი ცუდი მოსწრება დიდი ხანია გრძელდება? დავალებას არ ასრულებს თუ ვერ იგებს დავალებას?

შეადგინეთ სიტუაციის გამოსწორების გეგმა: ყოველთვის გაიგეთ ბავშვის აზრი შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ჰკითხეთ: „მასწავლებელი შეშფოთებულია მათემატიკაში შენი მოსწრებით, რას ფიქრობ ამის შესახებ?“. გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ მისი დახმარება და ასევე მასწავლებელთან ერთად სიტუაციის გამოსწორების რამდენიმე გზა მოიფიქრეთ. პედაგოგს შეუძლია შემოგთავაზოთ სწავლების მეთოდები, რომლებსაც სახლში გამოიყენებთ ან ბავშვისთვის დამატებითი გაკვეთილების ჩატარება.

სასურველია მშობლებმა ბავშვის საშინაო დავალება შეამოწმონ და შვილთან ერთად დაშვებული შეცდომები განიხილონ. მიჰყევით გეგმას და თვალი ადევნეთ, დარწმუნდით, რომ ბავშვი სწორი მიმართულებით ვითარდება.

როგორ მოვიქცეთ შემდეგ? შეხვდით მასწავლებელს თქვენი გეგმის განხორციელების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, რომ ბავშვის პროგრესი შეაფასოთ. თუ გაუმჯობესება არ მოხდა, რეპეტიტორის აყვანაზე დაფიქრდით და სკოლის ფსიქოლოგთან ბავშვის შესაძლებლობებისა და მოტივაციის შესახებ კონსულტაცია გაიარეთ. 

ცუდი ყოფაქცევა

მასწავლებელი გეუბნებათ: „თქვენი შვილი სკოლაში ცუდად იქცევა“.

სწორი რეაქცია: დააზუსტეთ, რას აკეთებს ბავშვი არასწორად. სხვებს უშლის ხელს? კლასში დარბის? ბევრს ხმაურობს? ბავშვებმა ხშირად საკუთარი გრძნობების გამოხატვა ცუდად იციან, ცუდი ყოფაქცევა შესაძლოა იყოს შფოთვის გადმოცემის ხერხი. გაიგეთ მასწავლებლისგან, რა დროს იქცევა მოსწავლე ცუდად.

მაგალითად, ბავშვი ცუდად იქცევა სპორტის გაკვეთილის წინ - შესაძლოა მას ეშინია, რომ სხვა ბავშვები სპორტში მის წარუმატებლობას დასცინებენ.

კიდევ ერთი ვარიანტია: ბავშვს მასწავლებლის ან სხვა ბავშვების ყურადღება აკლია და ხმაურობს, რომ ყურადღების ცენტრში მოექცეს. შესაძლოა უბრალოდ, ჭარბი ენერგიის მოზღვავება აქვს და დამოუკიდებელი სამუშაოს დროს წყნარად ყოფნა არ შეუძლია.

ვადგენთ სიტუაციის გამოსწორების გეგმას: თუ თქვენ თვლით, რომ ყველაფერში დამნაშავე შფოთვაა, მაშინ მხარი დაუჭირეთ ბავშვს. დაანახეთ, რომ თქვენც სპორტი ან რაიმე სხვა არ გამოგდით. დაე ბავშვმა დაინახოს, რომ ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს და ზოგიერთ სფეროში არასრულყოფილები ვართ. ასევე დაეხმარეთ თავისი ძლიერი მხარეებს წარმოჩენაში.

თუ მოსწავლე ბუნებით ძალიან ენერგიულია, მასწავლებლისგან გაიგეთ, აქვს თუ არა მნიშვნელოვანი საქმიანობის დაწყების წინ „ორთქლის გამოშვების“ შესაძლებლობა.

ასეთ დროს შესაძლებელია მოსწავლემ გაკვეთილის დაწყებამდე დაფა გაწმინდოს ან სხვა რაიმე საკლასო დავალება შეასრულოს. 

ბავშვის ყურადღების ძიებას რომ გავუმკლავდეთ, უთხარით, რომ ყურადღების მიპყრობის საუკეთესო გზა - წესების დაცვა და კარგი ნიშნების მიღებაა. 

შესთავაზეთ ყურადღების ცენტრში ყოფნის სხვა გზებიც, მაგალითად გაუკეთოს რაღაც სასიამოვნო თანაკლასელს.

როგორ მოვიქცეთ შემდეგ? შეხვდით მასწავლებელს, რათა დარწმუნდეთ, რომ ბავშვი დამშვიდდა. თუ ბავშვი უწინდებურად ცუდად იქცევა, წაიყვანეთ ფსიქოლოგთან, რომ მან გამორიცხოს ყურადღების დეფიციტის სინდრომი, ჰიპერაქტიურობა და სხვა.

გაითვალისწინეთ

  • დაუთმეთ მასწავლებელს თავისუფალი დრო. თუ თქვენთვის მოუხერხებელია მასწავლებელთან საუბარი, დაუთქვით შესაფერისი დრო და პედაგოგს გადაურეკეთ.
  • გააკეთეთ ჩანაწერები.  ბევრად მარტივია მასწავლებლის შენიშვნებისა და შეთავაზებების დამახსოვრება თუ მათ ქაღალდზე გადაიტანთ.
  • არ შეაწყვეტინოთ. მასწავლებლები თქვენთან სასაუბროდ სწორ სიტყვებს დიდი ხანი არჩევენ, პატივი ეცით მათ და საშუალება მიეცით სათქმელი დაასრულონ.
  • გაუზიარეთ თქვენი იდეები.  ბავშვს ისე კარგად არავინ იცნობს, როგორც მისი მშობლები, ამიტომ მოუყევით მასწავლებელს თავად როგორ უმკლავდებით  რთულ სიტუაციებს და შესთავაზეთ პრობლემის გადაწყვეტის თქვენი ვარიანტები.
  • არ შეეცადოთ პრობლემის სწრაფად გადაწყვეტას. ყურადღებით მოისმინეთ მასწავლებლის პოზიცია, გაიაზრეთ იგი და ოჯახთან ერთად განიხილეთ. შეხვდით მასწავლებელს, ასევე სამომავლოდ შესთავაზეთ სიტუაციისთვის თვალყურის დევნება და დახმარება აღუთქვით.
  • არ გადახვიდეთ თავდაცვაზე. საუბრის მთავარი მიზანია - დაეხმაროთ მოსწავლეს სირთულეების გამკლავებაში და არა დაადანაშაულოთ ვინმე. მასწავლებელს პრობლემის გადაწყვეტაში თქვენი დახმარება სჭირდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

კურსდამთავრებულისთვის ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით, სასწავლებლის კოორდინატორი დააკავეს - სუს-ი

იცვლება თუ არა ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადები და უმაღლესების კვოტირებები - ოფიციალური განმარტება

„სასკოლო ფორმების დიზაინი დადასტურებულია„“ - ფასსა და სხვა დეტალებზე ზვიად გაბისონია საუბრობს

 შეფასების ახალი მექანიზმი შემუშავდება - მინისტრის ბრძანება სკოლებს ეხება

რამდენით მეტი აბიტურიენტიც ჩაირიცხება, იმდენით ნაკლები ადგილი იქნება მომავალ წელს - რას ითვალისწინებს ეროვნული გამოცდების წესში ცვლილება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დავაძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

სკოლები

ბავშვებმა ამ გზით გამოხატეს სიყვარული და მადლიერება დედების მიმართ

სასწავლო მიზნები იყო რეალისტური, მორგებული მოსწავლეთა კომპეტენციებზე, გამომდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგებიდან

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება