სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
15-09-2016
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს მეუფე დიმიტრისთან (კაპანაძე), რესურსცენტრის უფროს ეთერ ზურიკაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ დედოფლისწყაროს, სოფელ ხორნაბუჯისა და სამრეკლოს სკოლებში სწავლის დაწყების პროცესს დაესწრო.


მან პირადად მიულოცა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის განახლება. "ეს დღე მართლაც დღესასწაულია, რადგან ჩვენი შვილები ცოდნის ტაძარში შემოდიან. ჩვენი მომავალი მხოლოდ განათლებაა და ჩვენი გადარჩენა არის ნიჭიერი თაობა, ამიტომ მშობლებო, პედაგოგებო თქვენს შვილებს გვერდში დაუდექით, ასწავლეთ, რათა გახდნენ წარმატებულნი. ჩვენი მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს, რომ მომავალმა თაობამ საუკეთესო განათლება მიიღოს. სწორედ თქვენი ცოდნა და განათლება გამოადგება ჩვენს მშობლიურ მუნიციპალიტეტს. მიხარია,რომ წელს პირველკლასელთა დიდი მატებაა. გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ წარმატებებს",- აღნიშნა თავის მიმართვაში მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

გაცნობებთ, რომ წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 249 პირველკლასელმა შეაღო სკოლის კარი. 

ბავშვებმა უფასოდ მიიღეს კომპიუტერები და წიგნები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინიციატივა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში უცხოური ენობრივი კომპეტენციების ამაღლებასა და ლიტერატურული ანალიზის საფუძველზე კრიტიკული აზროვნების განვითარებას

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება