სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

აქტიური სასკოლო ცხოვრების წარმოჩენა-წახალისების ლიდერი რესურსცენტრების რეიტინგი მალე გამოქვეყნდება
07-03-2019
-
+


სკოლების გაძლიერება და მომავალი თაობის - ახალგაზრდების განვითარება წარმოუდგენელია აქტიური სასკოლო ცხოვრების და საზოგადოებისთვის მისი გაზიარების გარეშე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება უკვე მესამე წელია Etaloni.ge, რომელიც ყოველდღიურად აქვეყნებს ხელმომწერი სკოლების სხვადასხვა აქტივობის შესახებ ინფორმაციებს.

აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს როგორც სკოლის ცნობადობის გაზრდას, ასევე მოტივაციას უმაღლებს მასწავლებლებს და მოსწავლეებს, რათა უფრო მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება ჰქონდეთ - გამართონ სხვადასხვა სახის ღონისძიებები, პრეზენტაციები, განახორციელონ პროექტები და ეს ყველაფერი უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახადონ ცნობილი.

„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი უახლოეს მომავალში აქტიური სასკოლო ცხოვრების წარმოჩენა-წახალისების ლიდერი საგანმანათლებლო რესურსცენტრების რეიტინგს შემოგთავაზებთ.

ამ ეტაპზე უმაღლესი კატეგორიის 15 რესურსცენტრი უკვე ცნობილია, დანარჩენი 6-ის გამოვლენის შემდეგ კი etaloni.ge რეიტინგს გამოაქვეყნებს.

„უმაღლესი კატეგორიის რესურსცენტრები“ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით  შეირჩნენ:

  • მოსწავლეებისთვის სწავლის მოტივაციის გაზრდის ხელშეწყობა
  • სკოლების ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა
  • აქტიური, მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრების კუთხით მუნიციპალიტეტების წარმოჩენა
  • მშობლების და მასწავლებლების ჩართულობის ხელშეწყობა სასწავლო პროცესში

სასკოლო ცხოვრების წარმოჩენა-წახალისების მიზნით, Etaloni.ge მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავ სკოლასთან თანამშრომლობს. სასკოლო ცხოვრების გაშუქებასთან ერთად, Etaloni.ge განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებაც აქტიურად აქვეყნებს სტატიებს და ახალ ამბებს,  მათ შორის ინტერესდება სკოლების დირექტორების, პედაგოგების, მოსწავლეების და მშობლების შეხედულებებით. მიგვაჩნია, რომ მშობლების ჩართულობის გარეშე ვერც  სკოლის გაძლიერება მოხდება და ვერც მაღალი ხარისხის განათლების მიღება იქნება შესაძლებელი.

მშობელი-ბავშვი-სკოლა - გაერთიანების მიზნით შექმნილია ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე პორტალი izrune.ge, სადაც მშობელს შეუძლია ცოცხალ რეჟიმში შეიტყოს შვილის აზროვნებისა და განვითარების დონე. Etaloni.ge-ს ხელმომწერი სკოლების მოსწავლეებს izrune.ge-ს ყველა სიკეთეებით სარგებლობა სოციალური პაკეტით, სიმბოლურ ფასად შეუძლიათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება