სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ქალაქ ახალციხეში ''ეტალონის'' დასკვნით ღონისძიებას არამხოლოდ სკოლები, არამედ მთელი ქალაქი ელოდება
24-02-2017
-
+


ქალაქ ახალციხეში ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური რესურსცენტრთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება ყველა სკოლაში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. 

მე-8, მე-9, მე-10 დამე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.  

ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო სამსახურის უფროსმა ხათუნა ხმალაძემ აღნიშნა, რომ ახალციხის ყველა სკოლა აქტიურად ჩაერთო ''ეტალონის'' შესარჩევ ტურში:

''ქალაქ ახალციხის ყველა საჯარო და კერძო სკოლა იყო ჩართული. ''ეტალონი'' მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს, შესაძლებლობას აძლევს წარმოჩინდეს თითოეული მოსწავლე. ეს კი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს რაიონში ყველა სკოლაა ჩართული და იმედი მაქვს, ჩვენი სკოლის მოსწავლეები წარმატებას მიაღწევენ.''

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსის მარინე გოგოლაძის თქმით, ''ეტალონი'' მოსწავლეებს ცოდნის წარმოჩენის საშუალებას აძლევს:

''ძალიან სასიამოვნოა როცა ასეთი ღონისძიებები ტარდება. ეს მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი მოტივაციაა. მათ საშუალება აქვთ თავიანთი ცოდნა წარმოაჩინონ. მოხარული ვარ და ველოდებით როდის ჩატარდება და გამოვლინდება ''ახალციხის ეტალონი მოსწავლე''. ქალაქი მზადყოფნაშია. ჩვენ ვესაუბრეთ დირექტორებს და ყველა სკოლა მზადაა ''ეტალონის'' მომდევნო ტურისთვის.''

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს"ეტალონ მოსწავლეებს".     

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება