სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში სამუშაო ძალის კლების ტენდენცია შეინიშნება - ქვეყანა 1.4 მილიონმა ადამიანმა დატოვა
27-02-2019
-
+


საქართველოში შეინიშნება სამუშაო ძალის კლების ტენდენცია, ამის ძირითადი მიზეზები კი არის შობადობის დაბალი მაჩვენებელი, მიგრაცია და მოსახლეობის დაბერების მაჩვენებლის ზრდა.

აღნიშნულის შესახებ კვლევაშია ნათქვამი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკებმა“ ილიაუნის ,,ფინანსური განათლების ცენტრთან“ ერთად ეკონომიკურ განვითარებაში ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობა და ქვეყანაში არსებული სამუშაო ძალის მდგომარეობა მიმოიხილა.

კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია:

  • ქვეყანაში შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება  ასპარეზზე;
  • ყურადღება გამახვილდეს მაღალპროდუქტიულ სექტორებზე;
  • წახალისდეს სასწავლებლად წასული ახალგაზრდების ქვეყანაში დაბრუნება;
  • გაუმჯობესდეს არსებული განათლების სისტემა.

,,შობადობა 1995-2002 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა, რამაც დღეისათვის შეამცირა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ჩართული უნდა ყოფილიყო ეკონომიკურ საქმიანობაში.

ყოველწლიურად იზრდება ემიგრანტთა რაოდენობა. 2002 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ქვეყნიდან გასულია დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანი, რომელთა დაახლოებით 20% ფლობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომს, ხასიათდება მაღალი ადამიანური რესურსით, არის შრომისუნარიანი და შეეძლო საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში.

აღსანიშნავია მოსახლეობის დაბერების ტენდენციაც. 2010-2017 წლებში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში ყოველწლიურად საშუალოდ 0.4%-ით იზრდებოდა და 2017 წლის მდგომარეობით 14.6% შეადგინა. მაშინ როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი მსოფლიოსთვის საშუალოდ 8.7%-ია.

მიგრაციის გაზრდილი მაჩვენებელი, შემცირებული შობადობა და დაბერების მაღალი მაჩვენებელი ამცირებს სამუშაო ძალას. ეს ყველაფერი დიდი გამოწვევაა და მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყნის მწარმოებლურობა და შესაბამისად ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო შენელდება, რომ არაფერი ვთქვათ მწვავე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე“,-ნათქვამია კვლევაში.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება