სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ ვიყოთ პირველები“ - როგორ დასრულდა ემოციური „ეტალონი“ კასპში
04-02-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით კასპის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „კასპის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი, მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ჩემპიონატის დასასრულს, სტუმრებმა ემოციური დღე შეაჯამეს.

კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა მადლობა გადაუხადა „ეტალონს“ მომავლის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს:

„ძალიან ემოციური იყო დღევანდელი დღე, შეიძლება ითქვას, დაუვიწყარიც. „ეტალონი“ მთელ ქვეყანას ცოდნითა და წარმატებით აერთიანებს. მართლაც, უნიკალური პროექტია, დიდ მადლობას ვუხდი შემოქმედებით გუნდს და ვუსურვებ დიდ წინსვლას. დღევანდელმა შედეგმა აჩვენა, რომ ჩვენი ამბიცია- მოწინავე რაიონი ვიყოთ საქართველოში, ნამდვილად რეალურია. ვფიქრობ, რომ კასპი ერთ-ერთი სამაგალითო მხარდამჭერი იქნება „ეტალონის“, ყველა ეტაპზე“.

მუნიციპალიტეტის მერის, მანუჩარ მერებაშვილის შეფასებით, „ეტალონი“ ეროვნული პროექტია, რომელიც მომავალი თაობის წარმატებას ემსახურება:

„ეტალონი“ გამორჩეული და ეროვნული პროექტია, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს საკუთარი ცოდნის გამოვლენის, სწავლის მოტივაციის ამაღლებისა და მეტი წინსვლის სტიმულს აძლევს. მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ, მადლობა მინდა ვუთხრა „ეტალონს“ საქვეყნო საქმის მსახურებისთვის. რაც შეეხება მერიისგან წახალისებასა და კონკრეტულად საჩუქრებს, გადავწყვიტეთ, პირველი სამი ადგილის მფლობელს გადავცეთ პერსონალური კომპიუტერი. ასევე პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვდება გამარჯვებულის კლასის დამრიგებელი. პირველი ადგილის მფლობელი ოჯახთან ერთად წავა ორ დღით დასასვენებლად. ამასთანავე სკოლა მიიღებს 20 ათას ლარს გარკვეული სამუშაოებისთვის. ამასთან, გამარჯვებული ერი დღით გახდება მუნიციპალიტეტის მერი, ერთ დღეს გაატარებს ჩემთან ერთად და ექნება უფლება, განსაზღვროს რა სჭირდება მის სოფელს ყველაზე მეტად და მისი გადაწყვეტილება შესრულდება. ჩვენ გვაქვს ძალიან ჯანსაღი ამბიცია, ვიყოთ საქართველოში პირველები და ამისათვის „ეტალონის“ ფინალისთვის განსაკუთრებულად მოვემზადებით. გამარჯვებულს ექნება აბსოლუტურად ყველანაირი ხელშეწყობა იმისათვის, რომ „საქართველოს ეტალონი მოსწავლის"ტიტული მოიპოვოს“.

კასპის რესურსცენტრის უფროსი რუსუდან მიგრიაული ამაყია თავისი მოსწავლეების წარმატებით და მადლობას უხდის „ეტალონს“ გაწეული შრომისთვის:

„ეტალონი" ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ის დიდ როლს თამაშობს მოსწავლეთა განვითარების კუთხით. მიხარია, რომ ჩვენი ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ ჩემპიონატში და დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი ნიჭიერება და განათლება. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მომავალს და მადლობას ვუხდი „ეტალონს“გაწეული შრომისთვის.“ 

გამარჯვებული სკოლის დირექტორის მოადგილე მარინე ფავლენიშვილი „ეტალონის“ დიდი გულშემატკივარია და ამაყია, რომ მისი ბავშვები წარმატებებს აღწევენ ჩემპიონატში:

„ძალიან ემოციურია დღევანდელი დღე, რადგან ჩვენი სამი მოსწავლე ცხრა საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა. რაც შეეხება გამარჯვებულს, დავითი ძალიან გვეამაყება მთელ სკოლას. უგზოუკვლოდ განათლებულიო, რომ იტყვიან, ისეთი ბიჭია. ძალიან ნიჭიერი და აქტიური, უყვარს პოეზია. ჩვენი ბავშვებისთვის „ეტალონი“ ნამდვილი დღესასწაულია. და ჩვენც პროექტის დიდი გულშემატკივრები ვართ.“

„კასპის ეტალონი მოსწავლე“ ლამისყანის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე დავით ბეინაშვილი გახდა. მისთვის „ეტალონი“ დიდ ემოციას, გამოცდილებასა და წარმატებას უკავშირდება:

„ძალიან გახარებული ვარ. დღეს მეორედ მივიღე ჩემპიონატში მონაწილეობა, სიმართლე გითხრათ არ ვემზადებოდი, მინდოდა საკუთარი თავისთვის მოულოდნელი გამოცდა მომეწყო. კახელი ვარ და კახური ქუდი მახურავს, ხოდა, ჩემი კახური ქუდი დავიფარე და გამოვედი. „ეტალონი“ დიდი გამოცდილება და წარმატებაა ჩემთვის. ძალიან მიყვარს ისტორიული წიგნები და ვისაც გამარჯვება უნდა, ვურჩევ, ბევრი იკითხონ."

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება