| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-3გ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის გულნარა დავიდოვას ხელმძღვანელობით, სამკვირიანი პროექტი - „ჩვენი მწვანე ოთახი“ განახორციელეს.
მოსწავლეებმა პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა მოაწყვეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო მოსწვლეები გაცნობოდნენ სახლის მცენარეებსა და ცხოველებს, მათ მნიშვნელობას და მოვლის წესებს.
პროექტის ფარგლებში მესამეკლასელებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, შემდეგი აქტივობები განახორციელეს.
1. ექსკურსია ბოტანიკურ ბაღში.
2. მცენარეების დარგვა სკოლის ეზოში.
3. ინფორმაციის მოძიება.
4. ჯგუფური მუშაობა.
5. წიგნის და ბუკლეტების დამზადება.
6. კედლის გაზეთის დამზადება.
7. პროექტის შეჯამება „ჩვენი მწვანე ოთახი“.
პროექტის მიზნებიდან გამომდინარე მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია სასურველ მცენარეებსა თუ ცხოველებზე, აღწერეს ისინი და საინტერესო პრეზენტაციები გააკეთეს.
„პროექტზე მუშაობა საინტერესოდ წარიმართა. პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა უკვე იცოდნენ, რომ ოთახის მცენარეები ქმნიან სიმყუდროვეს, ისინი გვაახლოებენ ბუნებასთან, აუმჯობესებენ განწყობას, გვიცავენ მტვრისგან და ასუფთავებენ ჰაერს, მე-3გ კლასმა პროექტი მოსწავლეთა და მშობელთა მაღალი ჩართულობით დაასრულა. სკოლის სახელით მადლობას ვუხდით გულნარა დავიდოვას, მის მოსწავლეებსა და მშობლებს საინტერესო პროექტისთვის“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას