სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

დმანისის N2 სკოლის რუსულის სექტორის მოსწავლეებმა ''ეტალონში'' ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის ცოდნის მაღალი დონე გამოავლინეს
10-02-2017
-
+


დმანისის N2 სკოლა, რუსული სექტორის სკოლაა, სადაც მოსწავლეთა უმრავლესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელია. 

საგანმანათლებლო პროექტ ''ეტალონში'' ამ სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა იმითაა აღსანიშნავი, რომ მათ ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის ცოდნის მაღალი დონე გამოავლინეს.

განსაკუთრებით კარგი შედეგები ამ სკოლის ორ მოსწავლეს, რუსლან ალიევს და კულუ უმბატოვს, ჰქონდათ.

რუსლან ალიევი დმანისის N2 სკოლის XI კლასის მოსწავლე აღნიშნავს, რომ ''ეტალონში'' მონაწილებით დიდი გამოცდილება მიიღო:

,,ძალიან სასიმოვნო იყო ჩემთვის ,,ეტალონში’’ მონაწილეობა, დიდი გამოცდილება მივიღე. ყველას ვურჩევ, რომ აუცილებლად ჩაერთონ ამ საგანმანათლებლო პროექტში. მიხარია, რომ ერთ-ერთი მაღალი ქულა ავიღე და ჩემი ცოდის წარმოჩენა შევძელი.’’

დმანისის N2 სკოლის დირექტორის ინესა მანელოვას თქმით, ''ეტალონი'' მოსწავლეებს დიდ შესაძლებლობებს აძლევს:

''ეტალონი'' არაჩვეულებრივი პროექტია, რომელიც მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ზრდის. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სკოლის რამდენიმე მოსწავლემ ძალიან კარგად გამოავლინა როგორც ქართული ენის, ასევე ისტორიის ცოდნა. დიდი მადლობა ''ეტალონს'', რომ მოსწავლეებს ასეთ შესაძლებლობებს აძლევს.''

დმანისის N2 სკოლის დირექტორის მოადგილე გიორგი ხორბალაძე აღნიშნავს, რომ ''ეტალონში'' მონაწილე დმანისის N2 სკოლის მოსწავლეები აქტიური ბავშვები არიან:

''ძალიან გახარებული ვართ, რომ ჩვენი სკოლის რამდენიმე მოსწავლემ ''ეტალონში'' კარგი შედეგები აჩვენა. ძალიან კარგი მოსწავლეები არიან, საზოგადოებრივ საქმეებში აქტიურად მონაწილეობენ. როგორც იცით, ჩვენს სკოლაში სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს. ამიტომაც განსაკუთრებით აღსანიშნავი და საამაყოა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები საატესტატო გამოცდებში ყოველთვის საკმაოდ მაღალ ქულებს იღებენ.''



კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება