სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

2018-2019 სასწავლო წლის „ეტალონის“ საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის ფინალისტების პირველი ემოციები
15-12-2018
-
+


2018-2019 სასწავლო წლის საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ცნობილია.

შუალედურ ფინალში გამარჯვებულ სამ მოსწავლეს გადაეცა დიპლომები და ჯილდოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით - კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერები: პირველ ადგილზე გასულს - 1 000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილზე გასულს - 800-ლარიანი ვაუჩერი, მესამე ადგილზე გასულს - 500-ლარიანი ვაუჩერი.

„ეტალონის“ საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურის პირველ ადგილზე გავიდა „თერჯოლის ეტალონი მოსწავლე“ ქრისტინე ჩიტიძე, ჩხარის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე:

„გამარჯვება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. სავსე ვარ ემოციებით, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა და ძალიან დიდი მადლობა „ეტალონის“ გუნდს“.

მეორე ადგილს დაეუფლა „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლე“ ალექსანდრე მესხია, ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე:

„ნამდვილად არ ველოდი მიღწეულ წარმატებას და ძალიან მოხარული ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო „ეტალონს“ ასეთი შანსისთვის“.

მესამე ადგილზე გავიდა „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ საბა ებანოიძე, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის X კლასის მოსწავლე:

„გამარჯვებას არ ველოდი, ეს გამარჯვება იმედისმომცემია ფინალური თამაშისთვის. გამარჯვებას ვუსურვებ ყველა მონაწილეს სხვა ნახევარფინალებზე“.

კობა ბარდაველიძე, ჩხარის საჯარო სკოლის დირექტორი: „ყველა მონაწილეს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ბრწყინვალე ახალგაზრდები არიან, განსაკუთრებულად ქრისტინეს ვულოცავ, რომელმაც დღეს მეორედ გვასახელა. მადლობა „ეტალონს“ რომ ამ სიხარულის განცდის საშუალება მოგვცა“. 

ნელი გიორგაძე, ჩხარის სკოლის მასწავლებელი: „ძალიან ბედნიერი ვარ, მეხუთე კლასიდან ქრისტინეს კლასის ხელმძღვანელი ვარ, თავიდანვე ვუწინასწარმეტყველებდი წარმატებულ მომავალს და დიდი იმედი მაქვს, წინ კიდევ დიდი გამარჯვებები ელოდება. ძალიან ჭკვიანი ბავშვია, დღევანდელი დღე ისტორიული დღეა, არ შემიძლია ეს ყველაფერი მღელვარების გარეშე გადმოვცე. მადლობა თქვენ ყველას“.

ეკა წიკლაური, ქრისტინეს ჩიტიძის დეიდა: „ძალიან გამიხარდა ამ პროექტში რომ მიიღო მონაწილეობა, თავიდანვე ნიჭიერი ბავშვი იყო. მადლობელი ვარ ამ პროექტის და ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის. ძალიან აქტიურად გიჭერთ მხარს“. 

იხილეთ ასევე:

„ეტალონის“ საშემოდგომო შუალედური ფინალი მიმდინარეობს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება