სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

39 პროფესიული პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი უქმდება
12-12-2018
-
+


განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 11 დეკემბრის N1097 ბრძანების საფუძველზე, 2019 წლის 31 დეკემბერს უქმდება შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტები/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტები: 

1. ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი 
2. თექის ოსტატი 
3. კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი 
4. სისტემების ადმინისტრატორი 
5. საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი 
6. ვებ ინტერფეისის დეველოპერი 
7. ვებ ინტერფეისის დიზაინერი 
8. ვებ პროგრამისტი 
9. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი 
10. ბეჭდური და ონლაინ გამოცემების რეპორტიორი 
11. კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი 
12. თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მემონტაჟე 
13. არქიტექტორ-ტექნიკოსი 
14. ზეინკალ-სანტექნიკოსი 
15. ფილამწყობი 
16. სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი 
17. საკერავი მანქანის ოპერატორი 
18. სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი 
19. ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი 
20. მეფუტკრე 
21. ტუროპერატორი 
22. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი 
23. ბართენდერი 
24. კონსულტანტ-გამყიდველი 
25. თმის სტილისტი 
26. ვიზაჟის სპეციალისტი 
27. შემფასებელი 
28. სარეკლამო აგენტი 
29. მღებავი 
30. სამგანზომილებიანი განათების და ვიზუალიზაციის სპეციალისტი 
31. სამგანზომილებიანი მოდელირების და ტექსტურირების სპეციალისტი 
32. სამკურნალო მცენარეების დამამზადებელი 
33. ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ტექნიკოსი 
34. ტრიკოტაჟის მქსოველ-ოპერატორი 
35. კონდიტერი 
36. სადაზღვევო აგენტი 
37. ტრაქტორისტ-მემანქანე 
38. მობილურ-საკომუნიკაციო აპარატების ტექნიკოსი 
39. მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი 

2022 წლის 1-ლი სექტემბერს უქმდება ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან ამ ჩარჩო დოკუმენტების/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინონ და მიანიჭონ ამ პროგრამებით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. 

კანონის ამავე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არ არიან გაუქმების თარიღის შემდეგ ზემოთ აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტების/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღონ ახალი პროფესიული სტუდენტები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა 

79%-ზე მეტმა აბიტურიენტმა გააკეთა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზე

ყველაფერი, რაც მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლის მსურველებმა უნდა იცოდნენ და გაითვალისწინონ

„შუშანიკის წამება“ ქართულის გამოცდის მე-4 ვარიანტში - დეტალები

დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა - NAEC დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლაში არაერთი აქტივობა მიეძღვნა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება