სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტრო - „კატეგორიულად მიუღებელია განათლების სფეროს პოლიტიზირება“
04-12-2018
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში განათლების სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართულ, ცილისმწამებლურ კამპანიასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ:

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია განათლების სფეროს და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება! აღნიშნული აზიანებს სასწავლო პროცესს, მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების ინტერესებს, მთლიანად განათლების სისტემას და ხელს უშლის მის სრულფასოვან ფუნქციონირებას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამინისტროს ინსპექტირების სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც გააგრძელებს (მათ შორის, გეგმიურად და საჩივრის საფუძველზე) სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების საქმიანობის შესწავლას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის. ეს არის სამუშაო პროცესი და ემსახურება სკოლებში ხარვეზების, გადაცდომების, სხვადასხვა ტიპის დარღვევის აღმოფხვრას, მართვის ხარისხის შეფასებას და შესაბამის რეაგირებას.

2012 წლიდან ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი მიღწევა განათლების სფეროს დეპოლიტიზაციაა და სამინისტრო არ დაუშვებს, რომ პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცეს ნებისმიერი სასწავლო დაწესებულება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე 9-დან 15 ნოემბრის ჩათვლით შემოწმდა. უწყების ცნობით, გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარიულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის სკოლის სამეურვეო საბჭოს გაეგზავნა. სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო და ის ამჟამადაც სკოლის მოქმედი დირექტორია.

როგორც ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია „რუსთავი 2“-თან საუბრისას აცხადებს,  გამომძიებლები უნდა დაინტერესდნენ, რა საფუძველი არსებობდა დირექტორის სკოლიდან გათავისუფლების. რადგან მისივე თქმით, ეს იყო მიზანმიმართული ზეწოლა, ტერორი და პოლიტიკური ანგარიშსწორება ხელისუფლების მხრიდან, რის გამოც ია კერზაია საავადმყოფოში აღმოჩნდა.

„ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება და ის დასაჯეს იმისთვის, რომ ის არ იყო აქტივისტი. მხარდამჭერზე ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ ის არანაირი, არც ერთ ხელისუფლების და არც ერთი პარტიის მხარდამჭერი საჯაროდ არ ყოფილა. ეს სტრესი და ეს წნეხი იყო ხელისუფლების მხრიდან, ამ შემთხვევაში განათლების სამინისტროს მხრიდან. ვეცდები, რომ ყველა ინსტანციაში, ნებისმიერ სამართალდამცავ ორგანოში, სასამართლოში, პროკურატურაში, სახალხო დამცველთან, დავამტკიცოთ ეს არაადამიანური ქმედება“,-განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთთა ანაზღაურების წესში ცვლილები შევიდა - ბრძანება უკვე გამოქვეყნდა 

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

მე-11 კლასში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება, სამინისტრო პედაგოგებს შეარჩევს და გადაამზადებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

სკოლაში ახარებთ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო

​კლასის დამრიგებლების, ა. ნალბანდიანისა და ვ.კიურეღიანის ხელმძღვანელობით, სკოლის უკანასკნელი დღეები ნამდვილ დღესასწაულად იქცა

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება