სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2019 წელს საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტი 160 მილიონი ლარით იზრდება
14-11-2018
-
+


მომავალი წლისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტი 160 მილიონი ლარით იზრდება. განათლების ბიუჯეტის მატების მნიშვნელოვანი ნაწილი კი ინფრასტრუქტურულ კომპონენტს ეხება.

ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც აღნიშნულმა კომიტეტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„წელს ქვეყნის მასშტაბით დასრულდა 50 სკოლის მშენებლობა და მათგან 20 სკოლა მთლიანად სახელმწიფო რესურსით აშენდა. 2019 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის ნაწილში გაზრდილი ბიუჯეტი საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ ყველაზე პრიორიტეტულ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მეორე უნიშვნელოვანეს სიახლედ კომიტეტის თავმჯდომარემ დაასახელა ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსების ზრდა 5 მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე.

„ეს გახლავთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებთან თანამშრომლობისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგი“, - აღნიშნა მან.

ჯაშის თქმითვე, წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა გადაჭრილია - კანონში წელს მიღებული ცვლილებებით სპეც-პედაგოგები ხდებიან მასწავლებლის სქემის ნაწილი და მათი შრომის ანაზღაურების გასაუმჯობესებლად ფინანსური გარანტებიც უკვე გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტში.

კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროგრამული კომპონენტების შესახებ. მისი ინფორმაციით, 2019 წელს იგეგმება საჯარო სკოლების უფრო მასშტაბური აღჭურვა კომპიუტერებით, პროექტორებით, ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსებით და ინტერნეტ ქსელით.

მარიამ ჯაშის განცხადებით, 37 მილიონი ლარით იზრდება ბიუჯეტი სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით.

მან ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების დაფინანსებაზე, რომელიც 2018 წელთან შედარებით 20.3 მილიონით იზრდება. ეს მას უაღრესად მნიშნელოვან პირობად მიაჩნია ახალმიღებული პროფესიული განათლების კანონის იმპლემენტაციის ხელშესაწყობად.

 „ახალი კოლეჯები აშენდება მარნეულში, ხაშურში, მარტვილში, წყალტუბოსა და ჩოხატაურის რაიონებში და ეს განათლების სამინისტროსთან ერთად ჩემი კოლეგების - მაჟორიტარი დეპუტატების დამსახურებაა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმება იმ ფაქტს, რომ ბიუჯეტში პირველად არის გათვალისწინებული როგორც საჯარო, ასევე კერძო კოლეჯებში სტუდენტების სახელმწიფო ვაუჩერით დაფინანსება. მისი თქმით, ეს ცვლილებაც წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემის საპასუხოდ მოხდა, რომ უფრო კონკურენტუნარიანი გარემო დანერგილიყო საჯარო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს შორის. მისი შეფასებით, ეს ნაბიჯიც ინტენსიური მუშაობის შედეგია პროფესიული განათლების სისტემაში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან. 2019 წელს ბიუჯეტით დაახლოებით 15 600 სტუდენტის სწავლა დაფინანსდება, მათ შორის კერძო კოლეჯების 3 000 სტუდენტის.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება