სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოციალური შეღავათი შესაძლოა მაღალმთიან დასახლებაში სკოლებისა და საბავშვო ბაღების ადმინისტრაციულმა და ტექნიკურმა პერსონალმაც მიიღოს
13-11-2018
-
+


სოციალური შეღავათი შესაძლოა, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ ყველა პირზე გავრცელდეს. კერძოდ კი მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დასაქმებულმა ყველა პირმა შესაძლოა სახელფასო შემოსავლის 35%-იანი დანამატი მიიღოს.

სოციალური შეღავათი 4 800 პირს შეეხება.

როგორც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტში წერია, მოქმედი კანონით სოციალური შეღავათები არ მოიცავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს და შემოიფარგლება მხოლოდ მასწავლებლებით, რაც არასაკმარისია.

კანონპროექტის თანახმად, სოციალური შეღავათით უკვე მოსარგებლე პირთა წრეს დაემატება შემდეგი კატეგორია: მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.

პარლამენტს განსახილველად საკანონმდებლო ინიციატივა უკვე წარედგინა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გია ჟორჟოლიანი, ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი, მირიან წიკლაური, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, რუსლან პოღოსიანი, ირაკლი აბუსერიძე და ზაზა პაპუაშვილი.

იხილეთ კანონპროექტი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება