სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

izrune.ge - ს პრეზენტაცია ჩოხატაურში გურული იუმორის ფონზე წარიმართა
09-11-2018
-
+


ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge- ს პრეზენტაცია გაიმართა.

სკოლის დირექტორებს პორტალი თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გურული იუმორის ფონზე გააცნო.

izrune.ge - ს ხელმისაწვდომობამ, მისმა შემეცნებითმა, მამოტივირებელმა და ინდივიდუალურ - გუნდურმა მიდგომებმა აუდიტორიის აღიარება და მაღალი ჩართულობა გამოიწვია.
 
დირექტორებმა, რომელთა მოსწავლეები და მშობლები პორტალში უკვე აქტიურად და წარმატებით არიან ჩართულები, კოლეგებს Izrune.ge-ზე გაერთიანება და საგანმანათლებლო გამოწვევებისთვის ფეხის აწყობა ურჩიეს.

მათი შეფასებით, პორტალი თანამედროვეობის მნიშვნელოვან პრობლემას, შვილების სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართვას ეფექტურად უზრუნველყოფს, ახალგაზრდებს ტექნოლოგიების სწორი მიზნით გამოყენებას ასწავლის და სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებით ქვეყნის წარმატებულ მომავალს ემსახურება.

შეხვედრის დასასრულს, საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები თავად პროექტის ავტორმა გადასცა და უპრეცენდენტო ინიციატივაც გააჟღერა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს  მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება