სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოფრეთის საჯარო სკოლაში წაკითხული წიგნის პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გაიმართა
30-10-2018
-
+


ოფრეთის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის წევრებმა წაკითხული წიგნის პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გამართეს. 

საბაზო კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ჯ.კ. როულინგის სერიიდან წიგნი „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“. 

გამომდინარე იქიდან, რომ მოსწავლეებს აღნიშნული წიგნი ძალიან მოეწონათ და ფილმის ყურების სურვილიც გამოთქვეს, სკოლაში ფილმის ჩვენებაც გაიმართა. 

ფილმის ჩვენების შემდეგ კი გაიმართა დისკუსია.  

რეჟისორ კრის კოლუმბუსის მიერ გადაღებულმა ფილმმა მოსწავლეების მოწონება დაიმსახურა. მათ აღნიშნეს, რომ ფილმიც ისეთივე საინტერესოა, როგორც წიგნი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოფრეთის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი პერიოდულად იკრიბება. კლუბის წევრები წასაკითხად ირჩევენ ერთსა და იმავე  წიგნს, რომელსაც ინდივიდუალურად  კითხულობენ, შემდეგ კი პერიოდულად იკრიბებიან და წაკითხულს ერთობლივად განიხილავენ.

მკითხველთა კლუბი ხელს უწყობს მოსწავლეთა კარგ მკითხველებად ჩამოყალიბებას, სხვადასხვა დარგის წერილობითი მასალის კარგად გაგებას, საუბრებს და მსჯელობას წაკითხული წიგნის შესახებ.

ზემო აღნიშნული აქტივობების ხელმძღვანელია ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი, რომელიც  მოსწავლეებს მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო აქტივობებს ჰპირდება.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება