სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას - გავრცელებული მოსაზრებები და მეთოდები
26-10-2018
-
+


მეცნიერების აზრით, არ არსებობს ზუსტი ნორმა, რამდენი წლის ასაკში რამდენი სანტიმეტრი შეიძლება იყოს მოზარდი. 

ბავშვის მაქსიმალურ სიმაღლე ძირითადად გენეტიკაზეა დამოკიდებული, თუმცა სავსებით შესაძლებელია მაღალ მშობლებს დაბალი შვილი ჰყავდეთ და პირიქით. ეს ძალიან ინდივიდუალურია და გარდა გენეტიკური ფაქტორისა, არსებობს როგორც ხელისშემწყობი, ასევე ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც გარკვეულწილად ბავშვის სიმაღლეში ზრდას განაპირობებს.

ექიმები გვაძლევენ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც ბავშვს დაეხმარება, მიაღწიოს მის მაქსიმალურ სიმაღლეს:

მშობელმა, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის რაციონში ვიტამინებით მდიდარი საკვები უნდა შეიტანოს.  ეს პროდუქტები შეიძლება იყოს: ხორცი, თევზი, ღვიძლი, ყველი, ხაჭო, რძე, სტაფილო, ჭარხალი, მწვანილი, (ზოგიერთი ვიტამინი აუცილებელია იყოს ცხიმთან ერთად, რათა ორგანიზმში თავისი ფუნქცია შეასრულოს). ექიმების აზრით, საუკეთესო და ბუნებრივი საშუალებაა სტაფილო, რომლის წვენიც დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინს და აუცილებელია მოზარდის ორგანიზმისთვის.

ექიმები გვირჩევენ მოვერიდოთ ნახშირწყლების დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტებს, რადგან ის ზრდის შეჩერებას აფერხებს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ძილის ფაქტორი, რადგან უმეტესად ზრდის ჰორმონი -სომატოტროპინი სწორედ ძილის დროს გამომუშავდება. მეცნიერები გვირჩევენ ბავშვი ძილის სწორ რეჟიმს შევაჩვიოთ - ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას.

თუ გსურთ ბავშვმა მის მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწიოს, მნიშვნელოვანია დაკავდეს ის შესაბამისი სპორტით, რომელიც ხელს შეუწყობს მის სიმაღლეში ზრდას, შეიძლება ეს იყოს ცურვა, კალათბურთი და ველოსიპედით სეირნობა. ფიზიკური აქტივობა არის სომატოტროპინის  მასტიმულირებელი ფაქტორი, როცა ადამიანი ფიზიკურად იტვირთება, მათ შორის გაწელვა-გაჭიმვაზე ვარჯიშებით, ეს საშუალებას გვაძლევს სტიმული მივცეთ სომატოტროპინის გამომუშავებას.

ხელისშემწყობ ფაქტორებთან ერთად არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც მნიშვნელოვნად უშლის ხელს და ბავშვის ნორმალურ განვითარებას აფერხებს. როცა ვსაუბრობთ სპორტზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ის უარყოფითი შედეგები, რაც არასწორმა სპორტულმა აქტივობებმა შეიძლება გამოიწვიოს.

ექიმები მოზარდებს განტელებით ვარჯიშსა და საკვებზე დანამატების გამოყენებას უკრაძალავენ. კატეგორიულად იკრძალება საკვებზე დანამატები ჩვილ ბავშვებში, რასაც ხშირად იყენებენ მშობლები.

გახსოვდეთ, ზრდის პროცესში უდიდეს როლს ჰორმონული ბალანსი ასრულებს. ამიტომ, მშობლებო, თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი ზრდას  ჩამორჩა, მოსალოდნელი პრობლემების პრევენციის მიზნით, ბავშთა ენდოკრინოლოგს დროულად მიმართეთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება