სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

სასკოლო ფობიები და შფოთიანობა- რისი ეშინიათ ყველაზე ხშირად მოსწავლეებს
24-11-2018
-
+


ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ბავშვის ემოციური არამდგრადობისა და არასტაბილურობის სხვადასხვა ფორმას გამოყოფენ. ბავშებში და მოზარდებში ხშირია შიშები და განცდები სასკოლო ცხოვრების მიმართ, რასაც სპეციალისტები სხვადასხვა ტერმინით მოიხსენიებენ. 

„სასკოლო ფობია“ -  სკოლასთან დაკავშირებული შიშის უკიდურეს ფორმას აღნიშნავს. რომელსაც შესაძლოა არ ახლდეს სხეულებრივი სიმპტომები, მაგრამ სამედიცინო ჩარევის გარეშე მისგან გათავისუფლება ძნელია. ემოციური არამდგრადობის შედარებით მსუბუქ ფორმას წარმოადგენს „სასკოლო შფოთიანობა“. ეს არის ემოციური არაკეთილდღეობისა და დისკომფორტის განცდა, რომელიც დაკავშირებულია რაღაც ცუდის, არასასიკეთოს მოლოდინთან, წარუმატებლობისა და ხიფათის წინათგრძნობასთან. 

როგორც წესი, სკოლასთან და სწავლასთან დაკავშირებული შიშები და შფოთვები სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება ბავშვისთვის სასკოლო სწავლების პროცესში. ამდენად, სასურველია, რომ დროულად ვიზრუნოთ მის დაძლევაზე. ამისათვის კი, პირველ რიგში,მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები უნდა ვიცოდეთ:

• მშობლების გადაჭარბებული მოთხოვნები და ზედმეტი სიმკაცრე („ყველაფერი უნდა გაკეთდეს საუკეთესოდ”; „ყოველთვის უმაღლესი ქულები უნდა მიიღო“)

• მშობლების ჰიპერმზრუნველობა და ზედმეტი მღელვარება. 

• სკოლის ხშირი ცვლა და ახალ პირობებსა და თანაკლასელებთან გართულებული სოციალური ადაპტაცია. 

• სასკოლო ცხოვრების დასაწყისში სკოლაში სწავლისთვის მზაობის არასათანადო დონე;

• სწავლისთვის საჭირო ინტელექტუალური ბაზის დეფიციტი;

• მასწავლებლებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები და შიშები.ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები სკოლაში მხოლოდ იძულებით დადიან. ფსიქოანალიტიკოსების აზრით, ხშირად სკოლაში სიარულის სურვილის არარსებობა, არა სკოლის მიმართ სიძულვილით, არამედ შიშით არის განპირობებული, რასაც დიდასკანეოფობია ეწოდება. ბავშვები და მოზარდები, რომლების განიცდიან ამ ფობიას, უჩივიან წარმოსახვით დაავადებებს და გაურბიან საზოგადოებასთან კონტაქტს.

სასკოლო ფობიებისა და შფოთიანობების დასაძლევად არსებობს რეკომენდაციები, რომლებსაც ფსიქოანალიტიკოსები გვთავაზობენ:

• მოვერიდოთ ბავშვისთვის იმაზე მეტი მოთხოვნების წაყენებას, რისი გაკეთებაც მას შეუძლია. შევცვალოთ ჩვენი მოლოდინები  მის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მუდმივად ემოციური დაძაბულობის მდგომარეობაში იქნება, რაც მას წარმატების მიღწევის და თვითრეალიზების საშუალებას საშუალებას არ მისცემს;

• მოვერიდოთ ბავშვის სასწავლო შედეგების შედარებას წარმატებულ თანაკლასელთა მიღწევებთან. 

• ნამუშევრების შეფასების დროს, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რაც კარგად არის გაკეთებული, მერე კი გამოვთქვათ კონკრეტული მითითებები იმის თაობაზე, რა არის გასაუმჯობესებელი.


• ნუ დავაჩქარებთ ბავშვებს დავალების შესრულების დროს. მშვიდად  შესრულებული დავალება, მიუხედავად იმისა, სწორად შეასრულებს თუ არა, მას შფოთიანობისთვის თავის გართმევაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

• სასურველია შევამციროთ ნიშნის (და არა ცოდნის) ღირებულება ბავშვის თვალში.

• გულწრფელი შექებით დაეხმარებით ბავშვებს, გადალახონ დაურწმუნებლობა საკუთარ თავში. სურვილის შემთხვევაში შექების მიზეზი ყველაზე სუსტ მოსწავლესთანაც კი შეიძლება მოიძებნოს.

• ძალიან მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ და წავახალისოთ ბავშვის თუნდაც სულ მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო წარმატება.

და ბოლოს, გვახსოვდეს, რომ სკოლის შიშს ნაკლებად განიცდიან და სასკოლო ფობიებსაც თითქმის არ ვხვდებით საკუთარ თავში დარწმუნებულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ და ცნობისმოყვარე ბავშვებში. ამდენად, კარგი იქნება, თუ აღნიშნული თვისებების გამოსამუშავებლად ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, სკოლამდელ პერიოდში ვიმუშავებთ ბავშვთან.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება