TOP ნიუსი
სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ წარმატების სიმბოლოა“ - ზესტაფონში 2018-19 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
18-10-2018
-
+


საქართველოს საჯარო სკოლებში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტის, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი - ტესტირებები ჩატარდა.

მოსწავლეებმა, რომელთაც „ეტალონის“ ტიტულის მოპოვება სურთ, საკუთარი ცოდნის დემონსტრირება დაიწყეს.  

16 ოქტომბერს I ეტაპის ტესტირება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. II ეტაპი კი უკვე 7 ნოემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ სამზადისში საგანმანათლებლო სექტორთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებაცაა ჩართული.  

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ნათია რობაქიძე:

ტესტირებაში მონაწილეობა ზესატფონის 33-მა საჯარო და 4-მა კერძო სკოლამ მიიღო. პროცესმა წარმატებულად ჩაიარა, გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით და პროექტი ტრადიციულად შთამბეჭდავად ჩაივლის. „ეტალონი“ ბავშვებისთვის ცოდნის მიცემასა და განვითარებას გულისხმობს. 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მაია ხვედელიძე: 

პროექტი მიზნად მოსწავლეებში განათლების პოპულარიზაციას, ცოდნის გაღრმავებას, ინფორმაციის მოძიების ხელშეწყობას, ბავშვების დაინტერესებას, მოტივაციის გაზრდას, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას, გამოვლენასა და წახალისებას მოიცავს. მუნიციპალიტეტს კი, შეძლებისდაგვარად, გამარჯვებულებისთვის საჩუქრები აქვს გამოყოფილი. საქართველოში ეს არის ყველაზე ფართომასშტაბიანი, ინოვაციური პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტებში, არასატელევიზო ფორმატში, ღონისძიებების ადგილზე გამართვას გულისხმობს. რაც შეეხება მონაწილეებს, 33 საჯარო და 4 კერძო სკოლა ჩაერთო. პირველმა ტურმა წარმატებით ჩაიარა და  ვემზადებით მეორე ტურისთვის. თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ. 

ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ნანა გიორგობიანი:

ტესტირებამ ობიექტურად ჩაიარა. ჩვენი სკოლიდან მას მე-8 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით დაესწრნენ. აღნიშნულის მიმართ მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს. მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის აქტიურად ვემზადებით. ეს პროექტი მოსწავლეებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მათ პოზიტიური განწყობა აქვთ და სურთ „ეტალონის“ ტიტული მოიპოვონ, მითუმეტეს, რომ ამ სტატუსის მფლობელია ჩვენი სკოლის მოსწავლე და ის დანარჩენი მოწაფეებისთვის მაგალითია. რაც მთავარია, ამ პროექტით წიგნის სიყვარული გაუძლიერდათ და ცოდნის შეძენის მეტი მოტივაცია გაუჩნდათ. 

ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მაკა გოგოლაძე:

ტესტირებაზე მაღალი დასწრება იყო. მოსწავლეები ძალიან დაინტერესებულნი იყვნენ. მეორე ტურში გადასულებს აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. „ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია და ის სულ უნდა იყოს, რადგან ბავშვებს და სკოლას ძალიან სჭირდებათ. 
 
ქვედა საქარის საჯარო სკოლა, დირექტორი მაკა თხელიძე:

ტესტირებამ ობიექტურად, მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები შედეგებს გაფაციცებით ელოდნენ. მეორე ტურში გადასულებს გულდასმით ვუგულშემატკივრებთ. სკოლის დირექცია ყველას წარმატებას უსურვებს. 

ქვედა საქარის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ლამარა შამანაძე:

ტესტურებამ პოზიტიური განწყობის ფონზე ჩაიარა. მონაწილეობა 17-მა  ბავშვმა მიიღო. რაც მთავარია, ხარვეზები არ ყოფილა. მეორე ტურისთვის აქტიურად ვემზადებით და ამასთან დაკავშირებით მოსწავლეებთან მასწავლებლები მუშაობენ. ეს პროექტი ბავშვებისთვის დამხარე ძალაა, რომ ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმაონ. 

ზესტაფონის N4 საჯარო სკოლა, დირექტორი ლელა კირკიტაძე:

მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტში ჩავერთეთ. ბავშვებმა საკუთარი უნარები მაქსიმალურად გამოავლინეს. ტესტებიც კარგად, მათთვის მისაღები და გასაგები ფორმით იყო შედგენილი. ვემზადებით მეორე ტურისთვის. ეს პროექტი ბავშვებისთვის მოტივაციის ასამაღლებელი და თავდაჯერების მიმცემია.

ზესტაფონის N4 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი თინათინ ბედოშვილი:

პირველი წელი არ არის, რაც „ეტალონში“ ვმონაწილეობთ, შესაბამისად, მზაობაც დიდი იყო და დასწრებაც კარგი გვქონდა. მოსწავლეები შედეგებზე ორიენტირებულნი იყვნენ. ტესტირებამ ორგანიზებულად ჩაიარა. რესურსცენტრის წარმომადგენლები და დირექტორი გვერდით გვედგნენ. მეორე ტურისთვისაც აქტიურად ვემზადებით. ეს პროექტი წარმატების სიმბოლოა, რომელიც ბავშვებს საკუთარი თავის, ოჯახის, სკოლისა და ქვეყნის წარმოჩენაში ეხმარება. 

დილიკაურის საჯარო სკოლა, დირექტორი ლალი ჩუბინიძე:

ტესტირებამ მშვიდ, ობიექტურ გარემოში ჩაიარა. მეორე ტურისთვის აქტიურად ვემზადებით. რაც შეეხება თავად „ეტალონს“, ძალიან მიშვნელოვანი პროექტია, რომლის დახმარებითაც მოსწავლეებს მოტივაცია, უნარები და ცოდნა უმაღლდებათ.  

დილიკაურის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ეთერ ჩუბინიძე:

ტესტირებამ წარმატებით, კარგი შედეგებით ჩაიარა. მომდევნო ტურისთვის აქტიურად ვემზადებით, რის ფარგლებშიც მოსწავლეებს პედაგოგებიც ეხმარებიან. ეს პროექტი ძალიან მოგვწონს. ბავშვები მეტად დაინტერესებულნი არიან, პედაგოგები - კმაყოფილნი და ყველა ჩართულია. 

ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი დალი შავგულიძე:

ტესტირებამ ობიექტურად, მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები კმაყოფილები არიან. მეორე ტურისთვის აქტიურად ვემზადებით. ეს პროექტი ზოგადი განათლების ასამაღლებლად ძალიან კარგია. ამით მოსწავლეები ცოდნას იღრმავებენ.  

ზესტაფონის N3 საჯარო სკოლა, დირექტორი თემურ ქურციკიძე:


ტესტირებამ მაღალ დონეზე ჩაიარა, მოსწავლეები აქტიურობდნენ და მეტად მოტივირებულნი იყვნენ. მეორე ტურისთვის პედაგოგებთან ერთად ვემზადებით, რომლებიც მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობენ. პროექტი ბავშვებს ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება. 

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დოკუმენტში საუბარია ადგილობრივ საჯარო ან კერძო სკოლის მოქმედ-ყოფილ მასწავლებლებზე

ინფორმაცია მასწავლებლობის მსურველებისა და სხვა გამოსაცდლებისთვის - განაცხადების მიღების ბოლო ვადა 14 მაისია

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები
„ფსიქოაქტიური ნივთიერებები და ადამიანის ჯანმრთელობის“ შესახებ საინტერესო პრეზენტაცია ჩატარადა დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ინგლისური ენის მასწავლებელი იზო დანელია და სკოლის დირექტორი დავით ნაჭრებია

მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ბულინგის სახეებსა და პრევენციის გზებზე ისაუბრეს

მოსწავლეებმა ღონისძიება ვაჰან ტერიანის ლექსის მიხედვით შექმნილი სიმღერით დააგვირგვინეს

საინტერესო

ის განსაკუთრებით ცნობილია განათლების შესახებ თავისი მოსაზრებებითა  და თავისი რადიკალური მიდგომით დისციპლინის, ტრადიციული სწავლისა და აკადემიური სტანდარტების მიმართ

ისინი, ერთი შეხედვით, ნორმისგან განსხვავდება, თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი კულტურა და ისტორია აქვს

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება