სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

საგარეჯოში „ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენის ტრადიციული ღონისძიება მიმდინარეობს
17-10-2018
-
+


სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად ამჯერად საგარეჯოს  სტუმრობს, სადაც ამ წუთებში  საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში „საგარეჯოს ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენის ღონისძიება მიმდინარეობს. 

ინტელექტ-შეჯიბრში საგარეჯოს რაიონის ყველა სკოლიდან 70 რჩეული მოსწავლე მონაწილეობს.

ღონისძიებას ესწრებიან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ერბოწონაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე - ოთარ ჩალათაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი - არჩილ ჯაბადარი და ახმეტის რესურსცენტრის უფროსი - მანანა ცუცქირიძე. 

ღონისძიების დაწყებამდე რესურსცენტრის უფროსი დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მონაწილეები მეორე ტურში გადასვლა მიულოცა. ღონისძიებას დაესწრო საგარეჯოს რაიონის დეპუტატი რომან მუჩიაშვილი, რომელმაც მონაწილეები განსაკუთრებულად გაამხნევა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია პროექტში გამარჯვებულ მოსწავლეს 1 წლის მანძილზე ყოველთვიურად 100 ლარიან სტიპენდიას დაუნიშნავს. ეს ინფორმაცია სცენიდან დეპუტატმა რომან მუჩიაშვილმა გააჟღერა, რასაც მაყურებლის დიდი ოვაცია მოჰყვა.

 

კონკურსის დაწყებამდე  2017-2018 სასწავლო წლის საგარეჯოს ეტალონი მოსწავლე ტატო ჩართოლანი „ეტალონის ოქროს ფონდის“ წევრი გახდა და დიპლომი გადაეცა. მის მშობლიურ უდაბნოს საჯარო სკოლასა და დირექტორს მარიამ გელაშვილს ოქროს დიპლომი, ეტალონი-მოსწავლის აღზრდისთვის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება