სიახლეები
ინტერვიუ

მადონა კოიძე: „ექსკლუზიურად გეტყვით, რომ საქართველოში შემოდის გაყინული ცხენის ხორცი, რომელსაც ძროხის ხორცისგან ვერაფრით გაარჩევთ“
08-10-2018
-
+


მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელი, მადონა კოიძე ამბობს, რომ საქართველოში გაყინული ცხენის ხორცი შემოდის, რომელსაც ლაბორატორიული ანალიზის გარეშე ძროხის ხორცისგან ვერაფრით განვასხვავებთ. ასევე, რიგ შემთხვევებში, თუ ვეტერინარს არ დავიხმართ, შეუძლებელია მივხვდეთ, ვირის ხორცს ვყიდულობთ თუ ძროხისას...

ასეთ პირობებში, როცა შეუძლებელია თავი არასახარბიელო  საკვებისგან დავიცვათ, ისღა დაგვრჩენია, რეალიზატორის კეთილსინდისიერების იმედზე ვიყოთ  და ექსპერტთა გარკვეული რჩევები გავითვალისწინოთ. მადონა კოიძემ „ეტალონს“ სწორედ ასეთი რჩევები მისცა.

– მადონა, რა უნდა გავითვალისწინოთ ხორცისა თუ თევზის შეძენისას, რომ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტი არ ვიყიდოთ?

– ხორცი უნდა იყოს ცალსახად მშრალი. თითი უნდა დავაჭიროთ და ღრმული, რომელიც გაჩნდება, როგორც კი თითს ავწევთ, უნდა ამოივსოს. ასევეა თევზის შემთხვევაში.  თევზი ფუჭდება თავიდან. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა ვნახოთ მისი ლაყუჩები. თუ ლაყუჩები ამოცლილია, უკვე საეჭვო პროდუქტია. ნარჩენი მაინც რჩება და შეგიძლიათ, მიხვდეთ, ძველია და საკვებად უვარგისი, თუ ახალი.  რომ გადასწევთ, ლაყუჩი უნდა იყოს აუცილებლად ვარდისფერი. თუ ლაყუჩი ამოცლილია და ვერ მიხვდით როგორი თევზია, მეორე მეთოდიც არსებობს. თევზი თუ გაწმენდილია, უნდა გადაშალოთ შუაზე. ძვალი, ანუ ფხა არ უნდა მოსცილდეს ხორცს. ანუ მკვრივი უნდა იყოს. თევზის შემოწმების მესამე მეთოდიც არსებობს. თევზს რომ ავიღებთ ხელში, კუდი არ უნდა ჩამოუვარდეს ანუ მყარი უნდა იყოს და არა რბილი.

– გაყინული თევზის შემთხვევაში როგორ მივხვდეთ, რამდენად უვნებელია?

– გაყინულ თევზს არ უნდა ჰქონდეს დაწყებული დაჟანგვა.  გაყინულ თევზზე ალბათ გინახავთ, რომ დაჰყვება  იასამნისფერი ზოლები, ლაქები. ეს იმას ნიშნავს, რომ თევზი ძველია, ის გამღვალია და მერე ისევ გაყინული. ხალხს უყვარს, როცა ყიდულობს გამღვალ გაყინულ პროდუქტს, რაც დიდი შეცდომაა. აუცილებლად საყინულედან უნდა ამოიღოთ და არ უნდა ჰქონდეს დაწყებული ლღობა. გამლღვალი პროდუქტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ. როდესაც პროდუქტი ლღვება, სწორედ ტემპერატურის ცვალებადობის დროს ხდება ბაქტერიების სწრაფი ზრდა.

– ხორცის მუქი ფერი რაზე შეიძლება მიუთითებდეს?

– მუქი ფერის ხორცი შეიძლება იყოს ასაკიანი ძროხის ან დაკვლის მეთოდის გამო ჰქონდეს ასეთი ფერი. გააჩნია, დაკვლის მერე რამდენად სწრაფად დაიცალა პირუტყვი სისხლისგან. ელექტროშოკით გაბრუების მერე თუ ხდება მისი დაკვლა, სტრესს განიცდის და ხორცი უფრო სხვანაირია, რასაც ასე ვერ ავხსნი. ასეთი ხორცი ჯანმრთელობისთვის მავნე არ არის. ანუ, მთავარია, ხორცი იყოს მშრალი და მკვრივი.

– დაბინძურებულია თუ არა ხორცი, ვერ მივხვდებით?

– ამას ლაბორატორიული კვლევა სჭირდება და დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული.  

– როგორ განვასხვავოთ, რისი ხორცია – ვირის, ცხენის თუ ძროხის?

– ამასაც ლაბორატორიული კვლევა სჭირდება, ან სპეციალისტის დაკვირვება. თუ ხორცი ძვლიანია, ვეტერინარს შეუძლია, განსხვავებას მიხვდეს, ანუ ძვლის აგებულებით. თუ ხორცი დარბილებულია და ძვალი არ აქვს,  სპეციალისტიც ვერაფერს მიხვდება.

– ვირის ხორცს მოხარშვისას საშინელი სუნი აქვსო...

– არა, ეს მითია და ალბათ იმაზეა დამოკიდებული, როგორ და რითი არის გაზრდილი. ცხენის ჭამის კულტურა არის ყაზახეთში. იქ ამიხსნეს, რომ როცა ცხენის საკვებად გამოყენება გვინდა, ის ცხენი არ უნდა გაოფლიანდეს და თუ გაოფლიანდა, მას სპეციფიური სუნი აქვს. თუ ცხენი გაოფლიანების გარეშეა გაზრდილი, მერწმუნეთ, ვერაფრით განასხვავებთ.

– საქართველოში ვინ ზრდის ცხენს საკვებად?! ალბათ ბებერ ან ავადმყოფ ცხენს თუ დაკლავენ, რომელიც ნარბენი და გაოფლიანებული ნამდვილად იქნება.

– და თქვენ გჯერათ, რომ ამ რაოდენობის ცხენის ხორცი, რაც ჩვენს ბაზარზე იყიდება, საქართველოშია დაკლული? მაქვს კულუარული ინფორმაცია და ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ქვეყანაში შემოდის დარბილებული და გაყინული ცხენის ხორცი. ახლა ვაკეთებ ამის კვლევას და შედეგებს მოგახსენებთ.

კანონის მიხედვით, მომხმარებელს აქვს უფლება, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია პროდუქტზე, მომსახურეობაზე და გაწეულ სამუშაოზე. ანუ მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რაში იხდის ფულს და მიმწოდებელი ვალდებულია,  სრულყოფილი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

– კვების სხვადასხვა ობიექტს ამოწმებთ ვიდეოკამერების თანხლებით. ე.წ. სწრაფი კვების ობიექტები შემოწმებული გაქვთ?

– ცნობილ „ფასტ ფუდებს“ შეგნებულად არ ვამოწმებთ. ჩვენი გადაცემა, ძირითადად სისუფთავეზე და პროდუქტის შენახვის პირობებზეა ორიენტირებული. ამ ობიექტებს ისეთი მენეჯმენტი აქვთ, რომ სამზარეულოებში იდეალური სისუფთავეა. პროდუქტის ანალიზს კი საქართველოში კი არა, ევროპის წამყვან ქვეყნებშიც ვერ აკეთებენ. მეცნიერთა აზრი ორად არის გაყოფილი – ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს პროდუქტები ჯანმრთელობისთვის მავნებელია და მეორე ნაწილი თვლის, რომ ეს არის ჯანსაღი პროდუქტი. ვინაიდან რისკი არსებობს, ჩემს შვილებს ვუშლი ასეთ ობიექტებში ჭამას. მე რომ ამ ობიექტებში შევიდე და სისუფთავე ვაჩვენო, ამით დედებს და ბავშვებს ვუბიძგებ, შევიდნენ და მიირთვან მათი საკვები. ამ დროს კი ჩემს შვილს ვუშლი... ამიტომ, რის ნებასაც ჩემს შვილს არ ვაძლევ, იმის ჭამას სხვის შვილებს ვერ მოვანდომებ. თანაც, ამ ობიექტებზე იმდენად აქვთ „დაჭერილი“ გემოვნური თვისებები, რომ ბავშვებს სწრაფი კვება ძალიან უყვართ. არადა, არ არის სასარგებლო და რისკი დიდია.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ვაკის პარკში ღია გავკეთილის დროს ხე წაიქცა - დაშავდა პედაგოგი, რომელიც მოსწავლეებს გადაეფარა

უფროსის სტატუსი 167 პედაგოგს და 47 სპეცმასწავლებელს მიენიჭა - ფინანსთა სამინისტროს ანგარიში

მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

რა ფუქნცია აქვს დისციპლინური კომიტეტს სკოლაში - უფლებამოსილების ვადა და სხვა დეტალები

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
სკოლაში კურსდამთავრებულის სასწავლო მიღწევებით ამაყობენ და მას წარმატებულ მომავალს უსურვებენ
 

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ცეკვები

საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება