სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

აფხაზეთის სკოლებში მოსწავლეებს ფორმის გარეშე გაკვეთილზე არ დაუშვებენ - რა ხდება ოკუპირებული რეგიონის სკოლებში
03-10-2018
-
+


აფხაზეთში, ახალი სასწავლო წელი 156 სკოლაში დაიწყო.

წელს სკოლებში დაახლოებით 27 000 მოსწავლე წავიდა, რომელთაგან 2,5 ათასზე მეტი პირველკლასელი, 1950 კი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა.

აფხაზეთში დღეს არსებული 159 სკოლიდან 60 აფხაზურია, 47- რუსული, 15 - აფხაზურ-რუსული, 26-სომხური, 11 - კი ქართული. ამასთან, თითქმის ყველა სკოლის სასწავლო სტანდარტი რუსულია. 

წელს აფხაზეთის სკოლებში სასკოლო ფორმა შემოიღეს. 


საგანმანათლებლო დაწესებულებების 1-დან 11 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო.

უწყების საიტზე ნათქვამია, რომ ერთიანი ფორმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს დისციპლინის განმტკიცების, ჩაცმის კულტურის უნარების გამომუშავებისა და ბავშვების ჩაცმულობაში განსხვავებების აღმოფხვრის მიზნით. ფორმის ფასონს თავად სკოლა განსაზღვრავს.

სკოლის ფორმა სამ ტიპად დაყვეს - ყოველდღიური, საზეიმო და სპორტული. სასკოლო ფრომა უნდა შედგებოდეს მუქი ლურჯი ქვედა ტანის სამოსისგან და თეთრი და ცისფერი ერთტონიანი ზედატანისგან. ყოველდღიური ტანსაცმლის კატეგორიაში ხვდება - კაბა, ჟაკეტი, პიჯაკი, ჟილეტი, შარვალი, პერანგი, მაისურები და არასპორტული მკაცრი ფეხსაცმელი. ფორმის გარეშე მოსწავლე გაკვეთილებზე არ დაიშვება. 

იხილეთ როგორ გამოიყურება აფხაზური სკოლები

ბიჭვინთის სკოლა


განთიადი, სომხური სკოლა


სოხუმის, ო. ტუმანიანის სახელობის N9 სომხური სკოლა 


ოჩამჩირის სპორტული სკოლა


განთიადი


ანტონ ჩეხოვის სახელობის სოხუმის N14 საშუალო სკოლა


სოხუმი, საშუალო სკოლა N4


სოხუმის N6 სკოლა


სოხუმის N17 სკოლა


სოხუმის N10 სკოლა


სკოლა და ტურისტული ბაზა, სოხუმში


სკოლა ოჩამჩირის სანაპიროზე


გუდაუთის სკოლა


გუდაუთა. სპორტული სკოლა


გუდაუთის N6 სკოლა


გუდაუთის N2 სკოლა


გუდაუთის N5 სკოლა


გუდაუთის N3 სკოლა


გუდაუთის N1 სკოლა


გუდაუთა


გაგრა. რუსული სკოლა


გაგრის N2 სკოლა


ტყვარჩელი, სკოლა N2



განთიადი, ყოფილი ქართული სკოლა


სოფელ ლიხნის სკოლა


გუდაუთა. სოფელი დურიფში


განთიადი


ტყვარჩელი, საბავშვო ბაღი „გვირილა“


ასე გამოიყურება გალის ახალი მუსიკალური სკოლა



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება