სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ დავიცვათ შვილის პერსონალური მონაცემები სკოლაში - რეკომენდაციები მშობლებს
19-09-2018
-
+


ყველას აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, მათ შორის, ბავშვსაც!


რა ითვლება მოსწავლის პერსონალურ ინფორმაციად?

რა მონაცემების გასაჯაროვების უფლება აქვს სკოლას და რა უნდა იცოდეს მშობელმა საკუთარი შვილის უფლებების დასაცავად ? 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი რეკომენდაციებს აქვეყნებს:

რა არის თქვენი შვილის პერსონალური მონაცემები?

ნებისმიერი ინფორმაცია თქვენი შვილის შესახებ მისი პერსონალური მონაცემია. მაგალითად:

  • ზოგადი ინფორმაცია თქვენი შვილის, როგორც მოსწავლის შესახებ – რომელ სკოლაში და რომელ კლასში სწავლობს? ვინ არის/არიან მისი მშობლები და როგორია მათი ოჯახური მდგომარეობა? სად ცხოვრობს? ვისთან მეგობრობს? როგორია მისი ყოფაქცევა?
  • ინფორმაცია თქვენი შვილის სასკოლო განრიგის შესახებ – რომელ საათზე ეწყება გაკვეთილები? როდის აქვს შესვენება? რომელ დღეს, რომელ საათზე ამთავრებს სწავლას? რა დამატებით საგანს/წრეს ირჩევს?
  • ინფორმაცია თქვენი შვილის ინტერესების შესახებ – რას აკეთებს შესვენებაზე? რა საკვებს ანიჭებს უპირატესობას? დაინტერესებულია თუ არა სპორტული აქტივობებით?
  • თქვენი შვილის აკადემიური მოსწრება  რა ნიშანი ჰყავს ფიზიკაში? ხომ არ უჭირს ისტორიის სწავლა?
  • ფოტო და ვიდეო მასალა თქვენი შვილის გამოსახულებით – პირად საქმეში არსებული ფოტო ან ფოტო/ვიდეო მასალა, რომელიც სკოლაში ინახება ან სკოლამ გაასაჯაროვა სოციალურ ქსელში ან სხვა საშუალებით.
  • ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – გადატანილი დაავადებები, ფსიქოლოგიური დახასიათება, ალერგიული ხომ არ არის და თუ არის რაზე? რა აცრები აქვს გაკეთებული? აქვს თუ არა კვების სპეციალური რეჟიმი?
  • ინფორმაცია თქვენი შვილის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით
  • თქვენი შვილის რელიგიური შეხედულებები
  • თქვენი შვილის ეთნიკური და რასობრივი კუთვნილების შესახებ ინფორმაცია.

რა უფლებები გაქვთ თქვენ, როგორც მოსწავლის მშობელს?

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თუ რა მონაცემებს ფლობს სკოლა თქვენი შვილის შესახებ, საიდან მოიპოვა მონაცემები და რა მიზნით. ასევე, აქვს თუ არა მონაცემების შეგროვებისა და შენახვის კანონიერი საფუძველი? (მაგალითად, თქვენი თანხმობა, კანონით გათვალისწინებული შემთხვევა და სხვა.) სკოლა ვალდებულია ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ ინფორმაცია მოძიებასა და დამუშავებას საჭიროებს.

თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ, ხომ არ გაუცია სკოლას თქვენი შვილის პერსონალური მონაცემები სხვა პირებზე. სკოლა ვალდებულია ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ არაზუსტი მონაცემების გასწორება და უსაფუძვლოდ შეგროვებული მონაცემების წაშლა/განადგურება. სკოლა ვალდებულია შეასწოროს უზუსტო და წაშალოს უსაფუძვლოდ შეგროვებული მონაცემები 15 დღის ვადაში ან გაცნობოთ უარის თქმის საფუძველი.

თქვენ გაქვთ უფლება უარი განაცხადოთ თქვენივე თანხმობაზე თქვენი შვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. მაგალითად, თუ სკოლას ნება დართეთ განეთავსებინა თქვენი შვილის ფოტო სკოლის ვებგვერდზე/სოციალური ქსელის გვერდზე და შემდეგ გადაიფიქრეთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ ფოტოს წაშლა ყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე.

თქვენ გაქვთ უფლება დაცული იყოს თქვენი შვილის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. შესაბამისად, სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს თქვენი შვილის მონაცემების დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.

სკოლას აქვს უფლება:

  • განახორციელოს ვიდეოთვალთვალი სკოლის ტერიტორიაზე, მაგრამ მხოლოდ პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის. ვიდეოგადაღება დასაშვებია მხოლოდ შესასვლელსა და გარე პერიმეტრზე. გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ვიდეოთვალთვალი დაუშვებელია.
  • აკონტროლოს მოსწავლეების შენობაში შესვლა და შენობიდან გასვლა, ასევე, აღრიცხოს ვიზიტორთა სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და სახე, მისამართი, შესვლისა და გასვლის თარიღები და დრო, ასევე შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის მიზეზები. ამ მონაცემთა შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მათი ჩაწერის დღიდან სამ წელს. სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ისინი უნდა წაიშალოს ან განადგურდეს.
  • ფოტო/ვიდეო გადაღებით დააფიქსიროს და შემდგომ გაასაჯაროვოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა (მაგ.facebook-ზე, youtub-ზე), მაგრამ მხოლოდ მოსწავლის ან თქვენი წინასწარი თანხმობით. თანხმობის მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლის საუკეთესო ინტერესები.
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური შეხედულების, რასობრივი ან ეთნიკური კუთვნილების შესახებ და სხვა სენსიტიური ხასიათის მონაცემები შეაგროვოს, შეინახოს და სხვაგვარად გამოიყენოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ამგვარი (განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული) მონაცემების მიმართ კანონმდებლობით დადგენილია დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი.

ეს მონაცემები სკოლამ შეიძლება შეაგროვოს, შეინახოს და სხვაგვარად გამოიყენოს, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. 

მაგალითად, თქვენი წერილობითი თანხმობით, ან, თუ ეს აუცილებელია, თქვენი შვილის ან სხვა მოსწავლის სასიცოცხლო ინტერების დაცვისთვის და სხვა. განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული მონაცემების გასაჯაროება ან მესამე პირებისთვის გამჟღავნება დაუშვებელია თქვენი თანხმობის გარეშე.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი ან თქვენი შვილის უფლებები ირღვევა, შეგიძლიათ:

  • მიმართოთ სკოლას და მოითხოვოთ დარღვევის აღმოფხვრა, როგორც წერილობით ისე ზეპირი ფორმით. ზოგიერთ შემთხვევაში ვითარების სპეციფიკურობიდან გამომდინარე შესაძლებელია დადგენილი იყოს წერილობითი მიმართვის ფორმა.
  • მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, რომელიც შეისწავლის გარემოებებს და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, უფლებამოსილია სკოლას დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (მაგალითად, ჯარიმა), მოსთხოვოს მონაცემების წაშლა, გასწორება და სხვა.
  • მიმართოთ სასამართლოს ქონებრივი ან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და დარღვეული უფლებების აღსადგენად.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება