სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 საუკეთესო მამა ცხოველთა სამყაროში: როდესაც მამა დედაზე უკეთესია
14-09-2018
-
+


ბუნებაში გვხვდება სახეობები, რომლებშიც შთამომავლებზე ზრუნვა - მამის საზრუნავია, რომელიც თავად ზრდის მომავალ მამებს, კვერცხებს დებს ან მშობიარობასაც იღებს.

ზღვის ცხენი


ზღვის ცხენებისთვის დედა - მამაა. მართალია, მათ დედაც ჰყავთ, მაგრამ მხოლოდ ნომინალურად: იგი კვერცხებს „მეუღლის“ მუცლის სპეციალურ ჯიბეში ყრის და საკუთარ საქმეებზე მიდის. მამა კი დედის მოვალეობის შესრულებას იწყებს. იგი თავად ანაყოფიერებს კვერცხებს და თვენახევარი მუცლით ატარებს. შემდეგ კი დაახლოებით 1000 ნაშიერს ყრის. 

ნანდუ

ეს სირაქლემას მსგავსი მამრი - მრავალცოლიანიცაა და საკუთარი ნაშიერებისთვის დედაც. იგი ბუდეში 7-8 და ზოგჯერ 12 მდედრის კვერცხსაც კი აგროვებს და მათ გამოჩეკვაზე ზრუნავს. მთელი დღე აზის და მხოლოდ საკვებად დგება. ასე ატარებს დროს 6 კვირა, სანამ პირველი ბარტყები არ გამოიჩეკებიან. 

მემკვიდრეებზე ზრუნვას მამა მათი გამოჩეკვის შემდეგაც აგრძელებს - ასეინრებს და ასწავლის. 

აღსანიშნავია, რომ როდესაც მამრი 12 წლის ხდება, იგი გუნდიდან მიდის და მარტოობაში კვდება.

ბრჭყალებიანი მაიმუნი

ყველაზე პატარა პრიმატების მამრი მთელი ორსულობის მანძილზე პარტნიორზე ზრუნავს, ხოლო როდესაც მშობიარობის დრო მოდის, პროცესში აქტიურად მონაწილეობს, როგორც გამოცდილი ბებიაქალი. რომ გამოვთვალოთ ნაშიერისა და მდედრის სხეულის წონა ადამიანებთან მიმართებაში რჭყალებიანებში ადამიანთან შედარებით, გამოდის, რომ 55 კილოგრამიან დედას 14-კილოგრამიანი ბავშვი უჩნდება.

მშობიარობის მიღების შემდეგ მამრი მეგობრებთან ვაჟის დაბადების აღსანიშნავად არ მიდის, იგი ბავშვს უვლის, ზურგით დაჰყავს და მას გარეამყაროს აცნობს და დედასთან საკვებად მიჰყავს.

ტურა და კოიოტი

ეს მტაცებელი ცხოველები მონოგამები არიან - ერთმანეთთან მთელ ცხოვრებას ატარებენ. ხოლო როდესაც მდედრი მაკედაა, მამრი მუდმივად ნადირობს, რომ მეუღლე და შემდეგ კი ახალდაბადებული ლეკვები გამოკვებოს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სტუდენტთა მობილობის შედეგები გამოქვეყნდა

განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა - იხილეთ, რეკომენდაციები და ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება