სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა სიახლეები იგეგმება განათლების სისტემაში ახალი სასწავლო წლიდან-მარიამ ჯაშმა პარლამენტს ანგარიში ჩააბარა
06-09-2018
-
+


განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის 2018 წლის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარული სხდომაზე 27 900 აბიტურიენტს სტუდენტობა მიულოცა და იმ სიახლეების შესახებ ისაუბრა, რომელიც უკვე განხორციელდა და ასევე, ჩამოყალიბების პროცესშია.  

კერძოდ, კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, 30 ახალი სკოლა აშშ მთავრობისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით აშენდა და აღიჭურვა და 17 სექტემბერს  მოსწავლეებს კახეთსა და ქვემო ქართლში მიიღებს.

ასევე, პირველად, 25 წლის მანძილზე, განათლების სამინისტრო საკუთარი რესურსით 20 ახალი სკოლის მშენებლობას ასრულებს, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება.

სიახლეებია I-VI კლასის მოსწავლეებსთვისაც-მათ წელს სრულიად განახლებული და ხარისხობრივად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები ხვდებათ. 

მისივე განცხადებით, სექტემბრიდან მე-5 კლასის მოსწავლეებს ინგლისური ენის გარდა ევროპული და აღმოსავლური ენების შესწავლის უფრო ფართო არჩევანი მიეცემათ.

მარიამ ჯაშმა ინკლუზიური განათლების ახალი ეტაპის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ამ სფეროში უფრო მეტი კვალიფიციური კადრის მოზიდვას გულისხმობს: 

„ახალ ეტაპს ვიწყებთ ინკლუზიურ განათლებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ჩართულობით და განათლების სამინისტროს ხელშეწყობით. სპეც-პედაგოგები ხდებიან მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ნაწილი“.-განმარტა მარიამ ჯაშმა.

პედაგოგთა საკადრო შერჩევის სისტემაც იხვეწება. კერძოდ, სკოლებს უფლება ექნებათ მასწავლებლები გამარტივებული გზებით მიიღონ:

„ჩვენ გავამარტივეთ მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზები და სკოლებს უკვე აქვთ უფლება დროებით მოიწვიონ კონკრეტული საგნის სპეციალისტები. ამ ცვლილებით გადაიჭრება სკოლებში კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა ზუსტ მეცნიერებებსა თუ უცხო ენაში“.-აღნიშნა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ. 

მარიამ ჯაშის განმარტებითვე, სკოლების უსაფრთხოებისთვის მანდატურის სამსახურის რეფორმა მიმდინარეობს:  

„ხორციელდება მანდატურის სამსახურის რეფორმა, რაც იქნება სკოლის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი”-აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. 

მისივე ინფორმაციით, ანგელა მერკელის ვიზიტის დროს პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა:

„სექტემბერში, ჩვენ დავასრულებთ მუშაობას პროფესიული განათლების კანონზე, რომელიც საჯარო და კერძო კოლეჯების სისტემას უფრო ეფექტურს გახდის. პროფესიული განათლების კანონი შექმნის როგორც საქართველო-გერმანიის, ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბაზისს”, -განაცხადა  მარიამ ჯაშმა.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სესიაზე საქართველოში ევროპული სკოლის გახსნაც შეაფასა:

„როგორც ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, ეს პროექტი შეიძლება გახდეს რეგიონული თანამშრომლობის სიმბოლო. საამაყოა, რომ სწორედ საქართველო გახდა ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, სადაც გაიხსნა მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო სკოლა”, - განმარტა მარიამ ჯაშმა.

მარიამ ჯაშმა სიტყვით გამოსვლისას კომიტეტის პრიორიტეტებად შემდეგი მიმართულებები დაასახელა: მაქსიმალურად მეტი ინვესტიცია განათლების სისტემაში, სახელოვნებო და სპორტული განათლების გაუმჯობესება,  პროფესიული და უმაღლესი განათლების დაფინანსების რეფორმა და საგამოცდო და ტესტირების სისტემების გადახედვა განათლების ყველა საფეხურზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება