სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„მეხუთეკლასელი ბავშვი მიყვება, როგორ გაეყინა სისხლი, როდესაც ჯარისკაცებმა ოჯახის დახვრეტა ბრძანეს“ - სვენეთის საჯარო სკოლის დირექტორის მოგონებებიდან
08-08-2018
-
+


ცრემლებით სველდება აგვისტოს ომის ისტორია... ამბობს, რომ 10 წლის შემდეგაც, ძალიან რთულია ომზე საუბარი, ემოციებს ვერაფერს უხერხებს და Etaloni.ge-სთან ყველაზე გულწრფელი შეგრძნებებით იხსნებს წარსულს, წარსულს, რომელიც საუკუნო ტკივილია...

გთავაზობთ ვასილ განჯელაშვილის სახელობის სვენეთის საჯარო სკოლის დირექტორის, ელენე საათაშვილის მოგონებებს ომზე...

„რა დაგვავიწყებსს ქართველებს იმ ავბედით დღეებს... ფეხით, ველოსიპედით, ურმებითა და ავტომობილებით ჩამოდიოდა მოსახლეობა ზედა სოფლებიდან, გზად ჩვენს სახლებს გადიოდნენ და თან გვეძახდნენ, წადით, თავს უშველეთო...

ბავშვები გავხიზნეთ და 600 კომლიან სოფელში სულ ორმოციღა დავრჩით. ომის ქარ-ცეცხლისა და ერთსულოვნების დღეები დაუდგა სვენეთს. ჩვენს სკოლაში ქართველი ვაჟკაცი ჯარისკაცები იყვენენ დაბანაკებულნი, მოსახლეობა საჭირო ნივთებით ვეხმარებოდით, ისინიც საკუთარ ლუკმას გვიყოფდნენ... შემდეგ ვიღაცამ დაგვასმინა, აქ არიანო და სვენეთის საჯარო სკოლა უნდა დაებომბათ, გავიგეთ და ჯარისკაცები სახლებში გადავმალეთ, ნარჩევი ბიჭები იყვნენ... ომის დასრულების შემდეგ, არაფერი მსმენია მათზე...

ერთ დღესაც რაღაც აფეთქდა და შუქი ჩაქრა, ჩემი ძმა გორში წავიდა მობილურების დასატენად. კომენდანტის საათი იყო და რუსებმა გააჩერეს, უცებ ერთერთი რუსი ჯარისკაცის ხმა გაისმა, გაუშვით, მოსახლეობას არაფერი დაუშაოთო. აღმოჩნდა, რომ მეჯვრისხევში იყო გაზრდილი, მამობილისთვისაც მიუკითხავს სახლში...

ომი ადამიანური და საქვეყნო ტრაგედიებითაა სავსე... თუმცა, ამ ტკივილში ცხოვრება გრძელდება და ისეთი ისტორიებიც გადაგვხდება ხოლმე, შემდეგ ღიმილს რომ მოგგვრის. მაშინ დირექტორის მოადგილე ვიყავი, დავიანახე, მერხებით, სკამებითა და კარადებით დატვირთული მანქანა რომ მოდიოდა და გავეკიდე, ვიფიქრე, სკოლისთვის ახალი ინვენტარი გამოგვიგზავნეს- მეთქი, უცებ, ჩემმა ძმამ წამავლო ხელი... რუსი ჯარისკაცები იყვნენ და სახლებიდან გაზიდული ნივთები მიჰქონდათ, გზისპირას, გადასახვევთან ვცხოვრობთ და ეტყობა, გზა აერიათ...

ღმერთო, რამდენი ახალგაზრდა დავკარგეთ... ჩვენი კურსდამთავრებული ვასილ განჯელაშვილიც საქართველოს მომავალს შეეწირა. როგორ მტკივა, როგორ მტკივა, შვილო... დღეს ჩვენი სკოლა მისი სახელობისაა...

სკოლამ ბევრი დევნილი ბავშვი მიიღო საკუთარ შვილად... მაინტერესებდა, როგორი იყო პატარების თვალით დანახული ომი... პირდაპირ ეს თემა არ მიმიცია, უბრალოდ, ვთხოვე, აღეწერათ გასული ზაფხული....

და ვშლი ერთერთ წერილს, სადაც ვკითხულობ მეხუთეკლასელის განცდებს. წერს, ეზოში ვთამაშობდით ბიძაჩემი რომ მოვარდა, ყველას დაგვიძახა და მანქანაში ჩაგვსვაო, გზად ბომბების წვიმაში გაევლოთ და როდესაც იფიქრეს, სამშვიდობოს ვართო, რუსებს გაუჩერებიათ... მეხუთეკლასელი ბავშვი მიყვება, როგორ გაეყინა სისხლი, როდესაც რუსებმა მათი მანქანიდან გადმოყვანა და დახვრეტა ბრძანეს... და მაშინ, როდესაც ბოლო წამებს ითვლიდა, გაეროს მანქანები გამოჩდნენ ჰორიზონტზე და ოკუპანტებიც გაეცალნენ ადგილს... ასე ხდებოდა ხოლმე...“


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თანხის გადახდის ბოლო ვადა აპლიკანტებს დღეს, 5 ივნისის 18:00 საათამდე აქვთ - დეტალური ინფორმაცია

სკოლეში გამოცდები 24 ივნისამდე ჩატარდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება