სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ გადავჭრათ ბავშვებში შრამისაგან გამოწვეული დისკომფორტი - რჩევები მშობლებს
14-08-2018
-
+


ზაფხული გამორჩეული სიცელქის სეზონია, ბავშვები კი ყველაზე მოუსვენარი არსებები არიან დედამიწაზე.

თუ თქვენი პატარა ახლა იწყებს ფეხის ადგმას, ან უკვე ველოსიპედის ტარებას ცდილობს, უბრალოდ მეგობრებთან ერთად დარბის ეზოში, ბუნებრივია, მოსალოდნელ საფრთხეებზე ღელავთ და ცდილობთ პატარას ტკივილი აარიდოთ.

სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, მაგრამ დავარდნის შიშით ბავშვისთვის თამაშის აკრძალვა წარმოუდგენელია და გამოცდილმა მშობლებმა კარგად იციან, რომ პატარა შრამების გარეშე არ იზრდება.

Etaloni.ge მრავალჯერ ნაცად რჩევებს გთავაზობთ, რომლებიც შრამისგან გამოწვეული დისკონფორტის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.


ნაკაწრები და არასწორად შეხორჩებული ჭრილობები, შესაძლოა, მთელი ცხოვრების მანძილზე დაეტყოს პატარს. ჩვენ შეგვიძლია ნაწიბური თითქმის შეუმჩნეველი გავხადოთ, მითუმეტეს, რომ ბავშვების შემთხვევაში, დაზიანებული კანი სწრაფად აღდგება.

მნიშვნელოვანია, რომ ნაწიბურის მკურნალობა ნაკერისა თუ სახვევის მოხსნისთანავე დაიწყოთ და 3 თვის განმავლობაში მოთმინებით მიხედოთ. შეხორცების პერიოდში შრამის სიმკვეთრისა და სიდიდის განსაზღვრა თავად შეგიძლიათ.

ნაწიბურის გასაქრობად თავიდანვე გამოიყენეთ სპეციალური მაზები და გელი, ყოველდღიურად, 2-3-ჯერ შეაზილეთ პატარას ნატკენზე. ასევე ეფექტურია სპეციალური საფენი-საკრავები, რომლებიც 6-12 საათის განმავლობაში უნდა გააჩეროთ კანზე. 

მსგავსი ზომების მიღებისას აუცილებლად გაეცანით შემადგენლობასა და ინსტრუქციას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება