სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„არასწორია ინფორმაცია, თითქოს სამინისტროების რაოდენობის კლების პარალელურად, მინისტრის მოადგილეების რაოდენობა იზრდება“ - მიხეილ ბატიაშვილი
20-07-2018
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მიხეილ ბატიაშვილმა კომენტარი გააკეთა.

მინისტრის განმარტებით, უწყებაში რეორგანიზაცია მისი მისვლისთანავე გამოცხადდა და არასწორია ინფორმაცია, თითქოს სამინისტროების რაოდენობის კლების პარალელურად, მინისტრის მოადგილეების რაოდენობა იზრდება.

„კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ჯამში, სულ 10 მოადგილე იყო - ამ ორი უწყების შერწყმის შედეგად კი, 3 მოადგილის შტატი უკვე გაუქმდა და მხოლოდ ამ გარდამავალ ეტაპზე დარჩა შვიდი”, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ბატიაშვილის თქმით, მინისტრის მოადგილეების ზუსტი რაოდენობა რეორგანიზაციის დასრულებისთანავე, საჭიროებების განსაზღვრის შემდეგ დასახელდება.

„გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორი უწყების შერწყმა არ არის მექანიკური პროცესი. მოგეხსენებათ, კანონით გათვალისწინებულია სამთვიანი გარდამავალი პერიოდი - სწორედ, ამ დროში უნდა ჩამოყალიბდეს ყველა საჭიროების გათვალისწინებით გაერთიანებული დიდი უწყების საბოლოო სტრუქტურა, თუმცა ამ დაწესებული ვადის ნაცვლად ახალი სტრუქტურა, მოადგილეების რაოდენობასთან ერთად, საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რაც მაქსიმალურად ეფექტური მართვის საშუალებას მოგვცემს“, - აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება