სიახლეები
ყველაზე პოპულარული


განათლების ახალ მინისტრს 7 მოადგილე ეყოლება
18-07-2018
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია. მიხეილ ბატიაშვილს 7 მოადგილე ეყოლება.

უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოადგილეთა განახლებული სია დღეს გამოქვეყნდა

მინისტრის პირველი მოადგილე კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება. მინისტრის მოადგილეებად რჩებიან ლია გიგაური, თეიმურაზ მურღულია და ალექსანდრე თევზაძე. რაც შეეხება ქეთევან ნატრიაშვილს, რომელიც მინისტრის პირველი მოადგილე და სამინისტროში პროფესიული განათლების მიმართულების ხელმძღვანელი იყო, მინისტრის ახალი მოადგილეების ჩამონათვალში აღარაა. გავრცელებული ინფორმაციით, ნატრიაშვილი მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე დარჩება.

ზოგადი განათლების მიმართულებით მინისტრის მოადგილე გახდება ირინა აბულაძე, რომელიც მანამდე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს ხელმძღვანელობდა. ამასთან, კიდევ ერთი მოადგილე მიხეილ ბატიაშვილს კულტურის სამინისტროდან ეყოლება - ლევან ხარატიშვილი (კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე). სპორტის მიმართულებით მინისტრის მოადგილის პოსტზე კი შალვა გოგოლაძე (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე) დაინიშნა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება