სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგებისთვის ვებინარს ჩაატარებს
19-07-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 20 ივლისს, 11:00 საათზე განმეორებით ჩაატარებს ვებინარს მასწავლებლებისთვის - „საკლასო დაკვირვების შედეგები და რეკომენდაციები“.

ვებინარის მსვლელობისას პროექტის შეფასების სპეციალისტი და სახელმძღვანელოს თანაავტორი მარიანა ხუნძაყიშვილი მასწავლებლებს გააცნობს სახელმძღვანელოს დანერგვის გეგმის ფარგლებში, თბილისისა და რეგიონის რამდენიმე საჯარო სკოლაში განხორციელებული საკლასო დაკვირვების შედეგებს და გასცემს რეკომენდაციებს შემდეგ საკითხებზე:

  • სასწავლო მიზნების ფორმულირება;
  • გაკვეთილზე აქტივობების რაოდენობა და მათი მიმდინარეობის ტემპი;
  • შეფასების რუბრიკის გამოყენება და მისი კავშირი სასწავლო მიზნებთან;
  • ცალკეული ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენება.

ვებინარზე დასასწრებად ეწვით ბმულს.

ინსტრუქცია მონაწილეობისთვის:

ვებინარში მონაწილეობის მისაღებად, საკმარისია გქონდეთ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი და ყურსასმენები.

ბმულზე დაწკაპუნების შემდეგ, აღმოჩნდებით bigbluebutton.org პორტალზე.
1. გახსნილ ფანჯარაში გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი, აირჩიოთ ღილაკი Join. დაელოდოთ რამდენიმე წამით ვებგვერდის ჩატვირთვას.
2. იმ შემთხვევაში, თუ გამოვიდა შეტყობინება “enable adobe flash player“, დააწკაპუნეთ მასზე. სისტემა დაიწყებს გადმოტვირთვას. დაელოდეთ რამდენიმე წამი (ეს დამოკიდებულია ინტერნეტის სისწრაფეზე).
3. ეკრანზე დამატებითი ფანჯრის გამოჩენის შემთხვევაში, დაეთანხმეთ yes/allow/ok ღილაკით.
4. მას შემდეგ, რაც გაიხსნება ვებინარის ოთახი, აირჩიეთ ბრძანება Microphone მიკროფონის გამოსახულებით;

ამის შემდეგ, ეკრანზე რა ფანჯარაც არ უნდა გამოვიდეს, ფაქტიურად ყველა შემთხვევაში ირჩევთ ბრძანებას: yes/allow/ok.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება