| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექტორის ხელმძღვანელობით, ქართველი მწერლის, პოეტის, დრამატურგისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის - მარიკა ბარათაშვილის, სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა, რადგან მარიკა ბარათაშვილი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა შემოქმედებამ და მოღვაწეობამ საკუთარი მშობლიური მხარე არაერთხელ ასახელა. პოეტის შემოქმედება განსაკუთრებით ძვირფასია ადგილობრივი საზოგადოებისთვის.
სახლ-მუზეუმში სტუმრობისას ნავარძეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მარიკა ბარათაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას უკეთ გაეცნენ. მათ გაიხსენეს პოეტის ცნობილი ნაწარმოებები, მათ შორის ყველასთვის კარგად ნაცნობი პიესა „ჭრიჭინა“, ასევე მისი ლექსი „საპოვნელა“, რომელზეც შექმნილი სიმღერა დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით სრულდება.
სკოლის დირექტორმა და მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს პოეტის ოჯახს თბილი მასპინძლობისთვის. განსაკუთრებული მადლობა კი ეკუთვნის ღონისძიების ორგანიზატორსა და სულისჩამდგმელს - მაია ტყემალაძეს, რომლის ინიციატივითაც ნავარძეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარიკა ბარათაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მეტი შეიტყვეს.
„ყველა კუთხე, სოფელი თუ ქალაქი ამაყობს იმ ადამიანებით, რომლებმაც თავისი სიბრძნით, გონიერებით, უანგარო სიკეთითა და ღვთიური საქმეებით ასახელეს მშობლიური მხარე. ჩვენი პატარა სოფლისთვის ასეთი დიდი სიამაყისა და შთაგონების წყარო დიდებული ქართველი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ჟურნალ „საქართველოს ქალის“ მრავალწლიანი რედაქტორი - მარიკა ბარათაშვილია.
ქალბატონი მარიკა გახლავთ ავტორი ყველასათვის კარგად ცნობილი პიესისა „ჭრიჭინა“ , ხოლო მის ლექსზე შექმნილი უკვდავი სიმღერა „საპოვნელა“ აგერ უკვე თაობებს ზრდის. მის ჰანგებს დღესაც დიდი სიყვარულითა და მონდომებით ღიღინებენ ახალი თაობის გოგო-ბიჭები.
შეუძლებელია გული სიხარულითა და უდიდესი სიამაყით არ აგევსოს, როდესაც ეცნობი იმ დიად მემკვიდრეობას, რომელიც ჩვენი სოფლის მკვიდრმა, მარიკა ბარათაშვილმა დაგვიტოვა.
უდიდეს მადლობას ვუხდით პოეტის ოჯახს, ქალბატონ ლანას და მის მეუღლეს, ბატონ ირაკლის, მასპინძლობისთვის.
უღრმესი მადლობა უძვირფასეს ქალბატონ მაია ტყემალაძეს. ამ საღამოს ორგანიზატორსა და სულის ჩამდგმელს.
ნავარძეთის საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ინგას და მის მოსწავლეებს, რომლებმაც გაიხსენეს პოეტის შემოქმედება და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადეს საღამო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ