| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სექტემბრის დადგომასთან ერთად, საქართველოში ათასობით მოსწავლისა და მშობლისთვის აქტუალურია კითხვა - როდის იწყება სკოლა? ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საგანმანათლებლო რეგულაციები ზუსტად განსაზღვრავს როგორც სწავლის დაწყების თარიღს, ისე იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც მომავალი პირველკლასელები უნდა აკმაყოფილებდნენ.
საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. ამავე დღეს იწყება სააღმზრდელო პროცესი ქვეყნის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებშიც.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად და ოფიციალურად 15 ივნისს სრულდება, თუმცა აქ მოქმედებს გამონაკლისები კონკრეტული საფეხურებისთვის:
პირველკლასელები სწავლას ასრულებენ უფრო ადრე, 27 მაისს; დამამთავრებელი (მე-12) კლასის მოსწავლეები - 20 მაისს; II-დან XI კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასწავლო წელის 15 ივნისს სრულდება.
რაც შეეხება კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, არსებული კანონმდებლობით, სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია
სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ