სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, მარიამ ზაქაიძემ ეროვნული გამოცდებზე საამაყო ქულები, რეპეტიტორთან მომზადების გარეშე მიიღო
04-08-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც კურსდამთავრებულთა მიღწევებზე აისახება.

ტრადიციულად, წელსაც, სკოლაში ამაყობენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა შედეგებით. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, მარიამ ზაქაიძის​ წარმატება, რომელმაც გამოცდები მაღალ ქულებზე ჩააბარა.  

  • ქართული ენა და ლიტერატურა - 60/59;
  • ინგლისური ენა - 70/65;
  • ისტორია - 60/54.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მარიამი რეპეტიტორთან არ მეცადინეობდა და შედეგებს დამოუკიდებლად მომზადებით მიაღწია.

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის წარმატებით, ახარებთ, რომ მის განათლებაში ჩადებული შრომა დაუფასდათ.

დირექტორი მაია სიმონიძე მარიამ ზაქაიძესა და ყველა აბიტურიენტს ულოცავს გამოცდების ჩაბარებას. 

„მასწავლებლები და სასკოლო საზოგადოება დიდი სიხარულით და სიამაყით ვულოცავთ, მარიამს, მის მშობლებს და დამრიგებელს მის ასეთ საოცარ შედეგს და ვუსურვებთ წარმატებებს და წინსვლას ცხოვრების მეტად მნიშვნელოვან გზაზე.

ასევე სრულიად ყველა აბიტურიენტს, განსაკუთრებით ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ვულოცავთ გამოცდების ჩაბარებას და ვუსურვებთ წარმატებებს!!!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 სექტემბერს, სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. გაიმართა მოსწვლეთა საზეიმო მიღება

ქველმოქმედს ამ ლამაზი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადეს მოსწავლეთა მშობლებმა და სკოლის წარმომადგენლებმა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება