| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე პირველადი რეგისტრაცია 4 მაისს დასრულდა. აპლიკანტები, რომლებსაც 4 მაისის 18:00 საათამდე არც ერთი საგნის გამოცდის თანხა არ აქვთ გადახდილი რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან.
აღსანიშნავია, მასწავლებელლთა გამოცდაზე გასვლის მსურველი ის აპლიკანტები, რომლებსაც ერთი გამოცდის თანხა მაინც აქვთ გადახდილი რეგისტრაციის გაგრძელებას სასურველი გამოცდის დამატებას 6 მაისის 18:00 საათამდე შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ წელს პირევლად მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.
კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა ტესტური დავალების/დავალებების შინაარსი იდენტურია (მათ შორის, თუ საგნის ტესტური დავალება/დავალებები ნათარგმნია უცხოურ ენაზე).
როგორ ჩარიცხოთ თანხა მასწავლებელთა გამოცდებზე - დეტალური ინსტრუქცია
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი