სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

2026 წლის პირველი გაკვეთილი: როგორ გავუმარტივოთ სასკოლო რიტმში დაბრუნება მოსწავლეებს?
13-01-2026
-
+


არდადეგების დასრულება მოსწავლეებისთვის ხშირად ემოციურად რთული პროცესია. სადღესასწაულო დღეების შემდეგ სკოლაში დაბრუნება მათგან ძალისხმევას, კონცენტრაციასა და დისციპლინას მოითხოვს. სასწავლო პერიოდში დამკვიდრებული ყოველდღიური რუტინა დასვენებებზე სრულიად ირღვევა. ამასთან, არდადეგებიდან დაბრუნებული მოსწავლეებისთვის რთულია არა მხოლოდ დილით ადრე გაღვიძება, არამედ წინა სემესტრში გაკვეთილზე განხილული საკითხების გახსენებაც კი. 

გამოცდილმა მასწავლებლებმა კარგად იციან, რომ მოსწავლეები ხშირად არდადეგებიდან ცარიელი ფურცელივით ბრუნდებიან. მასწავლებლის მოთმინება და მხარდაჭერა ამ პროცესში გადამწყვეტია. ყველა მოსწავლე ერთნაირი ტემპით ვერ ერგება ცვლილებებს და სწორედ ინდივიდუალური მიდგომა ქმნის სასწავლო პროცესის წარმატებულ საფუძველს. არდადეგების შემდეგ სწორად დაგეგმილი პირველი გაკვეთილი კი ხელს უწყობს არა მხოლოდ მოსწავლის სასკოლო რეჟიმში დაბრუნებას, არამედ პოზიტიური და მამოტივირებელი სასწავლო გარემოს შექმნას.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი როლი აკისრია ახალი სემესტრის პირველ გაკვეთილს.

გამოცდილი პედაგოგების რჩევაა, მეორე სასწავლო სემესტრის პირველი სასწავლო დღე არ იყოს აკადემიურად დატვირთული, პირიქით, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ემოციებისა და შთაბეჭდილებების გაზიარების საშუალება ჰქონდეთ. თავისუფალი საუბრები მოსწავლეებს ნელ-ნელა დააბრუნებს სასწავლო რიტმში. 

მიეცით ბავშვებს საშუალება, ერთმანეთს გაუზიარონ შობა-ახალი წლის არდადეგებზე დაგროვილი ემოციები. სემესტრის პირველ დღეს მოსწავლეები სკოლაში ერთმანეთის სანახავად მიდიან და ნაკლებად არიან განწყობილნი ახალი გაკვეთილის მოსასმენად, ამიტომ პირველივე დღეს ახალ მასალას ნუ აუხსნით.

შთაბეჭდილებების გაზიარებამ კლასში ქაოსი და ხმაური რომ არ გამოიწვიოს, გაკვეთილის დასაწყისშივე აუხსენით, რომ მზად ხართ, მოუსმინოთ ყველას, თუმცა რადგან ერთი საგაკვეთილო დრო ამის საშუალებას არ იძლევა, დაწერონ ქაღალდზე რისი თქმაც სურთ: რამ მოახდინა მათზე შთაბეჭდილება, რით იყო განსაკუთრებული არდადეგების პერიოდი, როგორ აღნიშნეს ახალი წელი. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შეუძლიათ დახატონ და აღწერონ ერთი გამორჩეული დღე.

განსაკუთრებით ეფექტურია თამაშის ელემენტების გამოყენება. მარტივი საკლასო აქტივობები, შემოქმედებითი დავალებები, ნახატები ან ჯგუფური თამაშები ამცირებს სტრესს და ზრდის მოტივაციას. ასეთი მიდგომა მოსწავლეებს ეხმარება კონცენტრაციის მოკრებაში. 

სთხოვეთ მოსწავლეებს დაწერონ სამი წინადადება, რომელთაგან ერთ-ერთი იქნება ფანტაზიის ნაყოფი, შემდეგი ორი კი - სიმართლე. მოსწავლეებმა შემდეგ მორიგეობით უნდა წაიკითხონ ხმამაღლა ფრაზები და გამოიცნონ რა არის სიმართლე და რა - არა. 

არანაკლებ სახალისოა შემდეგი აქტივობა - მოსწავლეები წებოვან ფურცელებზე წერენ სამ სიტყვას, რომელსაც საკუთარ არდადეგებთან აიგივებენ. მათ უნდა გაცვალონ ფურცლები და სცადონ მიღებული სამი სიტყვის საფუძველზე ხმამაღლა მოყვნენ ერთმანეთის ისტორიებს. 

ნაცვლად სტანდარტული შეკითხვისა - „რას აკეთებდი ადრადეგებზე?“ დაუსვით თითოეულ მოსწავლეს ახალი კითხვა, მხოლოდ ზმნის შეცვლით - მაგალითად, რას კითხულობდი/უყურებდი/იკვლევდი/უსმენდი/წერდი/ამზადებდი/სტუმრობდი და ა.შ.

მეორე სემესტრის პირველი სასწავლო დღე გამოიყენეთ მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად, ახალი მიზნების დასახვისთვის. შესთავაზეთ, დაფიქრდნენ და ჩამოწერონ, რას ელოდებიან 2026 წელს, რას გეგმავენ, რას შეცვლიდნენ საკუთარ თავში, რომელ საგნებში სურთ ცოდნის გაუმჯობესება, ასევე საინტერესო იქნება დაწერონ თემა -„რას ურჩევდით მასწავლებელს?“ - ამ კითხვაზე პასუხი დაგეხმარებათ, მოსწავლეთა თვალით შეაფასოთ საკუთარი თავი. მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია მათი აზრის მოსმენა. 

მეორე სემესტრის პირველი სასწავლო დღე საკლასო წესების შესახსენებლად საუკეთესო დროა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მოსწავლეთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

საჯარო სკოლის დირექტორების გამოცდებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

სკოლაში ამაყობენ მასწავლებლის წარმატებით და მას ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

 

 

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება