სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თაგვები ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში
04-07-2018
-
+


ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, პირველ სექტორში გამოცდების მიმდინარეობისას ორი თაგვი შეიპარა. ერთ-ერთი აბიტურიენტის თქმით, აღნიშნულის გამო სამუშაო პროცესი 3-4 წუთით შეფერხდა.

„სანამ დამკვირვებლებმა დაუძახეს ცენტრის წარმომადგენლებს და გაიყვანეს ეს თაგვები, რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღება მიიქციეს. ზოგმა რამდენიმე წუთით შეწყვიტა წერა, ზოგმა - არა", - ამბობს აბიტურიენტი.

საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ქირიას თქმით კი, აღნიშნულის გამო პროცესი არ შეფერხებულა.

რაც შეეხება კონდინცირების სისტემას, მისივე ინფორმაციით, სამონტაჟო სამუშაოები დღეს ინტენსიურად გაგრძელდება.

ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს, დღეს რეგისტრირებული 428 აბიტურიენტიდან 3 მათგანი არ გამოცხადდა.

„სხვა რამე შეფერხება არ ყოფილა. გამოცდები მშვიდ ვითარებაში ტარდება“, - აღნიშნა ქირიამ.

წყარო რადიო ათინათი

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება