სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, ინტერვიუ

„ბავშვები და ჩემი საქმე მიყვარს“ - გაიცანით ყვარლის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ავაზაშვილი
02-07-2018
-
+


ყვარლის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ავაზაშვილი საკუთარ პროფესიას ყურადღებითა და ინტერესით ეკიდება. მოსწავლეებისადმი ცოდნის გადაცემის გარდა, ნანა ავაზაშვილი კომპეტენციის გაღრმავებაზე მუდმივად ზრუნავს. სკოლის მიღმა კი ის საკუთარ ჰობს - ხატვასა და ქარგვას არ ღალატობს.  

ნანა ავაზაშვილს Etaloni.ge ესაუბრა. 

- ქალბატონო ნანა, თქვენ შესახებ გვესაუბრეთ - რა პერიოდიდან ასწავლით სკოლაში?

- დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 2009 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლაში ვმუშაობ. მყავს მეუღლე და ერთი შვილი.

- რა გაკვეთილებს და აქტივობებს ატარებთ უმეტესად?


- ბავშვები და ჩემი საქმე მიყვარს. გაკვეთილებს მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით ხშირად ვატარებ. ამ დროს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და ჩემ მიერ შექმნილ ელექტრონულ და მატერიალურ რესურსებს ვიყენებ, პარალელურად კი პროექტებზე ვმუშაობ.

- პედაგოგის რა სტატუსი გაქვთ ამჟამად და აპირებთ თუ არა მის ცვლილებას?

- სერთიფიცირებული მასწავლებელი ვარ და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მაქვს. სამომავლოდ ვფიქრობ სტატუსის ცვლილებას. ამიტომ, სხვადასხვა აქტივობით კრედიტ ქულებს ვაგროვებ. 

- რა არის თქვენი ჰობი სკოლის მიღმა?

- სტუდენტობის პერიოდში ხატვითა და ქარგვით დავინტერესდი. ხელოვანთა გაერთიანება  „ფიროსმანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი ვარ. ჩემი ნაქარგები გამოფენილი იყო ცისფერ და ბავშვთა სურათების გალერეაში. რეგიონალურ და რაიონულ გამოფენებსა და სხვადასხვა ღონისძიებაში მუდმივად ვმონაწილეობ. სამომავლოდ პერსონალური გამოფენის მოწყობას ვაპირებ.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება