სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართველი ქალი მასწავლებელი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა - 9 მაისი ფაშიზმე გამარჯვების დღეა
09-05-2025
-
+


სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები 9 მაისს აღნიშნავენ. თარიღი საქართველოს მთავრობის დადგენილებით უქმე დღედ არის გამოცხადებული. 

მეორე მსოფლიო ომის დროს, ასობით მასწავლებელი სკოლიდან პირდაპირ გაემგზავრა ფრონტზე. მრავალი ქალი მასწავლებელი გახდა მედდა, კაცები კი ჯარისკაცებად გაიწვიეს. ომის დროს ბევრი სკოლა გადააკეთეს სამხედრო ჰოსპიტლებად ან თავშესაფრებად.

დღეს გვინდა გიამბოთ ქართველი ქალი მასწავლებლის შესახებ, რომლიც მოხალისედ წავიდა მეორე მსოფლიო ომში:

ქრისტინე ხარშილაძე დაიბადა 1922 წლის 17 ოქტომბერს, დღევანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარაში. 1937 წელს დაამთავრა საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის შვიდწლიანი სკოლა. იმავე წელს სწავლა გააგრძელა ჭიათურის № 1 საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1940 წელს და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

1942 წლის აპრილში ქრისტინემ გადაწყვიტა დაეტოვებინა უნივერსიტეტი და მოხალისედ წასულიყო ფრონტზე. 13 აპრილს სტუდენტი შემკრებ პუნქტში გამოცხადდა, იგი ჩარიცხეს 415-ე საზენიტო-საარტილერიო პოლკში პროჟექტორისტად. თითქმის 1 წლის განმავლობაში პოლკი თბილისის მახლობლად იყო დაბანაკებული და იცავდა ქალაქს მტრის თვითმფრინავების თავდასხმისაგან. 1943 წელს კი პოლკი გადავიდა დასავლეთის ფრონტზე და მონაწილეობდა ისეთი ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების განმათავისუფლებელ ბრძოლებში, როგორიცაა დნეპროპეტროვსკი,  ნეპროძერჟინსკი, ნიჟნიდნეპროვსკი, იასინოვატაია, ზაპოროჟიე, ჩაპლინო და სხვ. 415-ე პოლკი იცავდა მდინარე დნეპრზე მდებარე ხიდს, რომელზეც გადიოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარკინიგზო ლიანდაგი. 1945 წლის მარტში 415-ე საზენიტო-საარტილერიო პოლკი გადაიყვანეს პოლონეთში, ქ. ბრესლაუს (ვროცლავი) გათავისუფლებისათვის ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად. ქალაქი გაპარტახებული იყო. ალყაში მოქცეულ ფაშისტებს არ სურდათ იარაღის დაყრა. 415-ე საზენიტო-საარტილერიო პოლკის ამოცანა იყო, არ შეეშვათ ქალაქში გერმანელების თვითმფრინავები, რათა ალყაში მოქცეული ფაშისტებისათვის არ მიეწოდებინათ ტყვია-წამალი და სურსათ-სანოვაგე. ფაშისტთა ერთ-ერთი საჰაერო თავდასხმის დროს, ქრისტინე ხარშილაძე მძიმედ დაიჭრა და გადაყვანეს ჰოსპიტალში, სადაც ჩაუტარდა რამდენიმე სახის მძიმე ოპერაცია. მკურნალობის შემდეგ, კვლავ დაუბრუნდა ნაწილს და განაგრძო ბრძოლა ბრესლაუს განთავისუფლებისათვის. ხანგრძლივი ალყის შემდეგ, უკრაინის 1-ლი ფრონტის ჯარებმა მთლიანად დაიკავეს ქალაქი და ციხე ბრესლაუ (ვროცლავი). 

1945 წლის 31 ივლისს გამოცხადებული დემობილიზაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელა. 1949 წელს ქრისტინემ წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სრული კურსი და იმავე წელს მუშაობა დაიწყო კორბოულის საშუალო სკოლაში, ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად. სახალხო განათლების დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებულებით ქრისტინე ხარშილაძეს საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებლის საპატიო, ხოლო საქართველოს განათლების მინისტრის 1984 წლის 16 მაისის № 317 ბრძანებით — უფროსი მასწავლებლის წოდება.

ქრისტინე ხარშილაძე გარდაიცვალა 2014 წლის 9 ივლისს. დაკრძალულია სოფელ კორბოულის სასაფლაოზე. 2015 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ კორბოულის №1 საჯარო სკოლას ქრისტინე ხარშილაძის სახელი მიენიჭა.

იგი 31 წლის განმავლობაში მუშაობდა კორბოულის ჯერ მეორე და შემდეგ პირველი საშუალო სკოლების დირექტორად, ხოლო მანამდე 9 წლის განმავლობაში — სასწავლო ნაწილის გამგედ № 1 საშუალო სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სასკოლო ფორმებზე ბაზრის კვლევა მეორედ გამოცხადდა - დეტალები

სეტყვა, ელჭექი, საშუალო საფრთხის დონე - სააგენტოს გაფრთხილება ამინდთან დაკავშირებით

საჯარო სკოლებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება