სიახლეები
სიახლეები

„სირთულეებთან იქნება დაკავშირებული...თუმცა ინიციატივას მივესალმები“ - სკოლებში ჩინური ენის სწავლებაზე სპეციალისტი საუბრობს
28-04-2025
-
+


სკოლებში ჩინურს, როგორც მეორე უცხოურ ენას, ისე ისწავლია - აღნიშნული ინიციატივა განათლების მინისტრმა ახალი ხედვის წარდგენისას გააჟღერა; ინფორმაციამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია - ზოგი დადებითად აფასებდა, ზოგი კი ამბობდა, ბავშვებს ჯერ მშობლიური ენა ასწავლონ სათანადოდ და ჩინურზე მერე იფიქრონო.

მთავარი კითხვა კი მაინც ისაა, რამდენად შესაძლებელია ამ ინიციატივის რეალობად ქცევა - ყველა სხვა ფაქტორს თავი რომ დავანებოთ, 2100-მდე საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს ჩინურის სწავლება რომ მოუნდეთ, გვყავს კი ამდენი სპეციალისტისახელმძღვანელოები თუ არსებობს? ან რომელი ასაკიდან შეიძლება ვასწავლოთ ბავშვს ჩინური ენა? - კითხვებზე პასუხების მისაღებად etaloni.ge ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, ელი ელისაშვილს დაუკავშირდა.

- პირველ ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ინიციატივას მივესალმები... აქამდე ჩინური ენა თხუთმეტიოდე სკოლაში ისწავლებოდა, ისიც საკლუბო დონეზე და არ ჰქონდა სისტემური ხასიათი. ახლა კი შემუშავდება სტანდარტი და მორგებული იქნება ქართველ მოსწავლეებზე

- თუმცა მანამდე ალბათ დიდი სამუშაოს შესრულება მოუწევს სამინისტროს, სპეციალისტებთან ერთად... სიმართლე გითხრათ, ენის სპეციფიკიდან, მისი სირთულიდან გამომდინარე, ცოტა შორე პერსპექტივად ჩანს მეორე უცხო ენად ჩინურის დამკვიდრება.

- ძალიან საინტერესო ენაა და სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვობიდან ჩინურის სწავლა ამაღლებს ანალიტიკურ და მეხსიერებით უნარებს, უნიკალურ, კოგნიტურ აქტივობად ითვლება განსხვავებით სხვა დასავლური ენებისგან... თუმცა დიახ, გეთანხმებით, რომ სირთულეებთან იქნება ეს საქმე დაკავშირებული, განათლების სამინისტროს მხრიდან გარკვეული სამუშაო იქნება ჩასატარებელი, რა თქმა უნდა, სპეციალისტების ჩართულობით, რათა სტანდარტ მოერგოს საქართველოს სასკოლო განათლებას.

- ქალბატონო ელი, სპეციალისტები საკმარისად თუ გვყავს?

პედაგოგი არ არის ბევრი, თუმცა ჩვენ ინსტიტუტს, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტს გვყავს ქართველი და ჩინელი პედაგოგების გუნდი, იმ ბავშვებსაც, ვინც ჩვენთან სწავლობს, სისტემატურად აქვთ კარგი მიღწევები მათ შორის, საერთაშორისო გამოცდაზეც... ასე რომარის ის ძირითადი ბირთვი პედაგოგებისა, ვინც შეიძლება გაწიოს პირველადი სამუშაო, გადაამზადოს სხვა პედაგოგები...

- და განაწილდნენ 2100-მდე საჯარო სკოლაში?

- ამ რაოდენობის სკოლებისთვის ჩვენი არსებული რესურსი საკმარისი არ არის, თუმცა რიგ სკოლებში ჩინური ენის არჩევითად დანერგვით ძალიან კარგ ახალ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს გავუჩენთ მოზარდებს. ამავდროულად, ეს ნაბიჯი ენის სპეციალისტებისთვისაც იქნება ახალი სტიმული, ჩაერთონ საგანმანათლებლო საქმიანობაში. დამატებითი კადრების გადამზადება ეტაპობრივად განხორციელდება, რაც საშუალებას მოგვცემს, დროთა განმავლობაში გავაფართოვოთ არეალი და უზრუნველვყოთ პროგრამაში მეტი სკოლის ჩართვა.

-რესურსი არასაკმარისია, ჩინელი მასწავლებლების ჩამოყვანა გახდება საჭირო?

- ჩემი როგორც სპეციალისტის აზრია, საწყის ეტაპზე ქართველი მასწავლებელი შევიდეს მოსწავლეებთან, რათა მშობლიურ ენაზე აუხსნას, შეცდომებზე მიუთითოს.

- მინისტრმა ისიც თქვა, სადაც სპეციალისტი არ გვეყოლება, ონლაინ ვასწავლითო... არის შესაძლებელი მსგავსი რამ?

- არსებობს სხვადასხვა პლატფორმები და ინსტრუმენტები... თუმცა ჯობს, საწყის ეტაპზე გაკვეთილები აუცილებლად პირისპირ ჩატარდეს.

- მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით რომ ისწავლის ბავშვი, მეორე უცხოურ ენას, რა დონეზე ეცოდინება ჩინური - საათობრივი დატვირთვის გათვალისწინებით?

- სისტემური მიდგომის შემთხვევაში, სკოლის დასრულებისას  ექნებათ ძალიან კარგი საფუძველი, შეძლებენ ჩინურ ენაზე მინიმუმ ქვედა საშუალო დონეზე კომუნიკაციას, საკმაოდ კარგი ენობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

- როგორ ფიქრობთ, დავანგრევთ სტერეოტიპს, რამეს როდესაც ვერ ვიგებთ, ვამბობთ რომ ჩვენთვის ესჩინურია“?

- სრულად ამ ტერეოტიპს ვერ დავანგრევთ, თუმცა მოზარდებს ძალიან კარგი ათვისების უნარი აქვთ, პრაქტიკიდან გამომდინარე დავამატებდი იმასაც, რომ ქართველებს ზოგიერთ სხვა ქვეყნის მოსწავლეებთან შედარებით ბევრად უფრო უადვილდებათ ჩინური ენის შესწავლა, თანაც ჩინურ ენას საკმაოდ მარტივი გრამატიკა აქვს. მოთხოვნა დროსთან ერთად იზრდება და ჩინური ენის სწავლისთვის სულ უფრო მეტი მსურველი მოგვმართავს. 

- დაბოლოს, სახელმძღვანელოზეც გკითხავთ, ქალბატონო ელი - არსებობს რესურსი, რითიც მოსწავლეებს ასწავლიან ჩინურს სკოლებში?

- მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოა ქართულ ენაზე,ომლის ერთ-ერთი თანარედაქტორიც თავად ვარ. თუმცა ის მიზნობრივად ბავშვებზე გათვლილი არ არის. ასე რომ, თუ ჩინური, როგორც მეორე არჩევითი უცხო ენა, სკოლებში დაინერგება, უმჯობესია შეიქმნას ახალი სახელმძღვანელო, რომელიც თანამედროვე მიდგომებზე იქნება დაფუძნებული და ბავშვების ასაკობრივ თავისებურებებსა და ინტერესებს სრულად გაითვალისწინებს.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება