სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას რძეში აღმოჩენილი ტოქსინი - სპეციალისტები რისკებს აფასებენ
04-04-2025
-
+


სურსათის ეროვნული სააგენტომ, 28 მარტს, „სოფლის ნობათის“ მიერ წარმოებულ რძეში, აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დააფიქსირა! შედეგად, კომპანიას დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა დაევალა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კი მოუწოდა მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე, რადგან „აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას“!

საბავშვო რძეში ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერება - M1 აფლატოქსი გამოვლინდა - სურსათის სააგენტომ დარღვევა რძის 5 ნიმუშში აღმოაჩინა

ფაქტს სპეციალისტები გამოეხმაურნენ.

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში საზოგადოებას აფლატოქსინის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

აფლატოქსინი წარმოადგენს ტოქსიურ და კანცეროგენულ ნივთიერებას, რომელსაც გამოიმუშავებს სოკოების ზოგიერთი სახეობა (Aspergillus).

აფლატოქსინი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა თხილეულში, მარცვლეულში და სხვ.

რძეში შეიძლება მოხვდეს იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი მიიღებს ტოქსინის შემცველ საკვებს, მაგალითად, თუ ცხოველის საკვების შენახვის პირობები დარღვეულია (ნესტიან გარემოში ინახება).

აფლატოქსინის გაუვნებლება არ ხდება თერმული დამუშავებით. შესაბამისად, რძის ადუღება მას ვერ ანეიტრალებს. აფლატოქსინის ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის სერიოზული დაზიანება.

მწვავედ განვითარებული სიმპტომები შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, ღებინება, სიყვითლე და სხვ.

ხანგრძლივი ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ციროზი და კიბო.

ორსულების ორგანიზმში ტოქსინის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების შეფერხება, ხოლო მეძუძური დედის შემთხვევაში ტოქსინი შეიძლება დედის რძეში მოხვდეს და ბავშვის ჯანმრთელობის რისკი შექმნას. ამიტომ შესაბამისი უწყებები პერიოდულად აკონტროლებენ ამ ტოქსინის შემცველობას საკვებში.

ექსპოზიციის შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია და პერიოდულად საჭიროებს ღვიძლის ჯანმრთელობის კონტროლს.

საოჯახო პირობებში პრევენციის მეთოდია საკვების შესაფერის გარემოში შენახვა (მშრალ გარემოში) და ობის ან უჩვეულო სუნის შემჩნევისას საკვების გადაყრა/არგამოყენება“, – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

აფლატოქსინი, ერთ-ერთი სოკოვანი ტოქსინია, რომელიც გვხვდება სხვადასხვა ტიპის საკვებში, მათ შორის რძეშიც. ის ასოცირებულია მწვავე და ქრონიკულ ინქტოქსიკაციასთან.

• ქრონიკული ექსპოზიცია ასოცირებულია ღვიძლის დაზიანებასთან, ღვიძლისა და სხვა ორგანოების სიმსივნესთან და რამდენიმე კვლევის მიხედვით სიმაღლეში ზრდის შეფერხებასთან.

• არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაცია სისხლში აფლატოქსინის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

• ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს სურსათის უვნებლობის სამსახური, რომელიც აკონტროლებს რძეში და არამარტო, აფლატოქსინის შემცველობას. აფლატოქსნის შემცველობის დასაშვებ ნორმაზე მეტი კონცენტრაციის აღმოჩენისთანავე, ისინი ვალდებულნი არიან აცნობონ შესაბამის სტრუქტურებს და ამოიღონ პროდუქცია ბაზრიდან.

JESCA-ს მიერ დადგენილი უსაფრთხო შემცველობაა 0.5 to 15 µg/კგ-ზე. სოკოვანი

ტოქსინების შემცველობა რძეში და სხვა პროდუქტებში მაქსიმალურად მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. ყველა სახელმწიფო ვალდებულია აკონტროლოს პროდუქცია და დასაშვებ ნორმაზე მეტის აღმოჩენის შემთხვევაში ამოიღოს პროდუქცია გაყიდვებიდან.

• მსგავსი შემთხვევები ხდება ყველა ქვეყანაში, მთავარია სწორი და დროული რეაგირება.

ვიმედოვნებ, სურსათის უვნებლობის სამსახური კეთილსინდისიერად გააგრძელებს თავის საქმიანობას და მომავალშიც აღმოფხვრის მსგავს პრობლემებს.

P.S რძის და რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები,რომლებიც რეკომენდაციას გასცემენ ბავშვთა კვებაში საკუთარი პროდუქციის გამოყენებაზე, მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს სახელმწიფოში არსებული მკაცრი მარეგულირებლების მიერ“, - ასე ეხმაურება პროფესორი თემურ მიქელაძე რძის ნაწარმში აღმოჩენილ დარღვევებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ კი აღნიშნა, რომ აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, „მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს“.

„აფლატოქსინების მიღება, ხანგრძლივი დროით და დიდი დოზით უნდა გაგრძელდეს, რომ ღვიძლის, ან სხვა, რაიმე უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს. ამ რაოდენობაზე კი, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებულ დასაშვებზე ნაკლებია, ეს საშიშროება არ არსებობს“.

კომპანია PepsiCo კი აცხადებს: „გაყიდვიდან ვიღებთ ჩვენი პარტნიორების მიერ აზერბაიჯანში წარმოებული რძის მცირე პარტიას (UHT რძე)... ვწყვეტთ თანამშრომლობას ზემოხსენებულ აზერბაიჯანელ პარტნიორთანაც მანამ, სანამ ყველა ტექნიკური დეტალი არ დაზუსტდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ აზერბაიჯანში წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის მცირე რაოდენობაზე და არანაირად არ მოქმედებს სოფლის ნობათის ქართულ საწარმოში დამზადებულ პროდუქტებზე“.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

აღმზრდელ-პედაგოგთა ახალი სახელფასო პოლიტიკასა და საბავშვო ბაღებზე პრემიერი პარლამენტში ისაუბრებს

მასწავლებლებისთვის - საგამოცდო დრო, მაქსიმალური ქულები და შეფასების კრიტერიუმები საგნების მიხედვით, ცნობილია

ცნობილია, რა კრიტერიუმებით შეაფასებენ აბიტურიენტების ნაშრომებს და რა იქნება თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დრო

 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

პატარებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს, რომელიც სავსე იყო აღმოჩენებით, შემოქმედებითობითა და ფრენის სიყვარულით

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება