სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლა თანასწორობისა და ტოლერანტობის სადარაჯოზე - საგანმანათლებლო ღონისძიება აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს მიეძღვნა
02-04-2025
-
+


თბილისის N141 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეები სრულფასოვნად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და იმავდროულად, უსაფრთხო, ინკლუზიური, თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა სასკოლო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ამის დასტურია N141 საჯარო სკოლაში ჩატარებული ღონისძიება, რომელიც აუტიზმის  ცნობადობის ამაღლებას, სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას, ემპათიის უნარის გამომუშავებას, სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად; ბავშვებმა საჯაროდ, გამოხატეს მხარდაჭერა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების მიმართ და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

„აუტიზმის ცნობადობის დღის ფარგლებში ჩავატარეთ საგანმანათლებლო ღონისძიება, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეებისთვის ინკლუზიისა და მრავალფეროვნების უკეთ გაცნობა. ღონისძიების პირველ ეტაპზე, მოსწავლეებმა ნახეს ვიდეო, რომელიც აუტიზმის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა. ფილმის მეშვეობით მათ შეიტყვეს, როგორია აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრება, რა გამოწვევები ხვდებათ მათ ყოველდღიურობაში და როგორ შეგვიძლია მეტი თანადგომა გამოვავლინოთ.

ვიდეოს ნახვის შემდეგ, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, გაიმართა დისკუსია, სადაც არა მხოლოდ აუტიზმზე, არამედ სხვა საჭიროებებზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია თანასწორობა, ტოლერანტობა, ემპათია. მოსწავლეებმა ასევე გამოთქვეს სურვილი, მეტად დაეხმარონ კლასელებს, რომლებსაც სხვადასხვა საჭიროებები აქვთ... ამგვარი შეხვედრები ხელს უწყობს ინკლუზიური გარემოს შექმნას ჩვენს საზოგადოებაში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის:  აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე 2 აპრილს, 2007 წლიდან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ინიციატივით აღინიშნება.

მისი მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით; ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვას.


იხილეთ ვიდეო

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება