სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის IX კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა“ და ისტორიული ქრონიკები
26-03-2025
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში ლიტერატურასა და ისტორიის პედაგოგების ინიციატივი IXა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც მოსწავლეებისთვსი ძალიან საინტერესო და ინფორმაციული გამოდგა.

გაკვეთილის თემა: ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა“ და ისტორიული ქრონიკები.

ქართული ლიტერატურის პედაგოგის ია ნეფარიძისა და ისტორიის პედაგოგების ნარგიზა კუტალიანის ერთობლივი აქტივობით მოსწავლეებმა ისაუბრეს, ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისას“ შესახებ და განიხილეს მე-18 საუკუნის დასასრულისა და მე-19 საუკუნის დასაწყისის საქართველოს მდგომარეობა

ნ. ბარათაშვილის პოემის „ბედი ქართლისა“ მიხედვით, იმსჯელეს ისტორიულ ფაქტებზე.  საინტერესო იყო 21-ე საუკუნიდან მე-18 საუკუნეში ვირტუალური გადასვლა, ინტერვიუ ერეკლე მეფესთან და რიტორიკული კითხვების დასმა მისთვის ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე, იმდროინდელ და თანამედროვე საქართველოზე. მართალია, ერეკლე მეფისაგან პასუხს ვერ დაიბრუნებდნენ, მაგრამ თვითონ გასცეს პასუხი მთავარ კითხვას, როგორ გვიყვარდეს და დავიცვათ ჩვენი სამშობლო, გმირი წინაპრების სისხლით მორწყული, დაცული, გადარჩენილი და მათი მხრებით ჩვენამდე მოტანილი. 

მოსწავლეებმა თავიანთი მსჯელობითა და საუბრებით დაამტკიცეს, რომ გმირი წინაპრების ღირსეული წარმომადგენლები არიან და ოპტიმისტურად უყურებენ ქვეყნის მომავალს, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტური ეპოსის სტრიქონებიც ხომ ეროვნული ოპტიმიზმის გრძნობით არის გამთბარი.

ხალხური სიბრძნე ქადაგებს: ,,სამყაროს მზე ანათებს, ცხოვრებას-მასწავლებელი“. 
აღზარდო ადამიანი, გამოძერწო მისი პიროვნება, ჩამოქნა, გაალამაზო, გააკეთილშობილო და გაამშვენიერო მისი სული, უდიდესი პასუხისმგებლობაა ღვთისა და ერის წინაშე. და რაოდენ დასაფასებლები არიან პედაგოგები, რომლებიც ამ უკეთილშობილეს საქმეს უმწიკვლოდ, რუდუნებით, პროფესიონალიზმით, ერთგულებითა და სიყვარულით შეალევენ თავიანთი ცხოვრებისა და მოღვაწეობის საუკეთესო წლებსა და დღეებს და ბოლომდე დაიხარჯებიან. სწორედ ასეთი პედაგოგები არიან ქალბატონები ია ნეფარიძე და ნარგიზა კუტალია, მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან.  
 მადლობა მოსწავლეებს, პედაგოგების გაწეული შრომის ღირსეულად და სიღრმისეულად წარმოჩენისათვის. 

ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს თავისი პედაგოგებითა და მოსწავლეებით და მორიგ წარმატებებს უსურვებს მათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

მოსწავლეები გაეცნენ საინფორმაციო პოსტერებს, რომლებშიც თვალსაჩინოდ იყო წარმოდგენილი ყალბი და ნამდვილი ამბების ამოცნობის გზები

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება