| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის II კლასის მოსწავლეებისთვის შემცნებით-გასართობი ექსკურსიების ფარგლებში, მორიგი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
სკოლა-გიმნაზიის II კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ნარგიზა შელიას ხელმძღვანელობით, თეატრ „მეორე სახლს“ ეწვივნენ, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ, სცენაზე გაცოცხლებული ჯუნგლების საოცარი ისტორია – სპექტაკლი „მაუგლი“ ეხილათ.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით და სიხარულით მიადევნეს თვალი რადიარდ კიპლინგის ცნობილი ნაწარმოების მიხედვით დადგმულ წარმოდგენას.
სპექტაკლმა ბავშვებს ჯუნგლის კანონები, მეგობრობის ძალა და სიკეთის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენა.
მაუგლის თავგადასავალი სცენაზე შთამბეჭდავად გაცოცხლდა, რამაც პატარა მაყურებელი მოაჯადოვა.
თეატრალური ვიზიტი მხოლოდ გასართობი კი არა, შემეცნებითი გამოცდილებაც იყო.
ეს დაუვიწყარი დღე მოსწავლეებისთვის კიდევ ერთ დასტურად იქცა, რომ თეატრი არა მხოლოდ გართობის, არამედ ფანტაზიის, ემოციებისა და ცოდნის გაღრმავების საუკეთესო საშუალებაა.
სკოლა-გიმნაზია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი შემეცნებითი ექსკურსიების ორგანიზებას, რათა ბავშვებმა კულტურისა და ხელოვნების სამყაროსთან უფრო მჭიდრო კავშირი დაამყარონ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება
დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
სკოლისთვის შეხვედრა განსაკუთრებით ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად