| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლა აქტიურად შეუერთდა.
ინგლისური ენის პედაგოგ ნატო ვანაძის ინიციატივით, სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე შემეცნებითი აქტივობებით აღინიშნა.
მოსწავლეები სლოგანის - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ გარშემო გაერთიანდნენ და სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს და გამიჯნეს მითები რეალობისგან.
მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს ჭრელი წინდების მნიშვნელობაზე და თავადვე დაამზადეს ამ დღის ფერადი სიმბოლო.
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გაერომ 2011 წლის 10 ნოემბერს გამოაცხადა. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სიდრომის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად. ეს დღე მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება!
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად