სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„როგორ ვაკეთებ არჩევანს?“ - საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეხვდნენ 
05-03-2025
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. 

საბეჭისის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები საგაკვეთილო თემიდან - „პროფესიები - როგორ ვაკეთებ არჩევანს?“ (საგანი მოქალაქე მასწავლებელი ნინელი ვიბლიანი) გამომდინარე შეხვდნენ წალკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა ინფორმირება პროფესიის არჩევის მნიშვნელობაზე, კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელთათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გაზიარება, გააზრება და დასაქმების შესაძლებლობა შრომით ბაზარზე.

მოსწავლეები შეხვდნენ საკრებულოს თავმჯდომარეს ი.გიგინეიშვილს, მერის მოადგილეს ა.ხინიკაძეს, „ლიბერთი ბანკის“ მმართველს დ.ბერიძეს, სამედიცინო ცენტრის ექიმს ქ.კრაწაშვილს, პოლიციის უფროსის მოადგილეს- ჯაფარიძესა და ადვოკატ მ.ბახტაძეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათ ძალიან კარგად აუხსნეს მოსწავლეებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის ცხოვრებაში პროფესიის სწორად არჩევა, რაზეცაა დამოკიდებული შემდგომში კარიერული ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება.

„მადლობა შეხვედრის თითოულ  მონაწილეს, საინტერესო და საჭირო ინფორმაციისათვის, რაც მომავალში მოსწავლეებს დაეხმარება პროფესიის სწორად არჩევაში. ასევე, მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორ ბატონ რამაზ ხინიკაძეს თანადგომისა და დახმარებისათვის“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება