| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჩხერის მუნიციპალიტეტის, ნიგვზარის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება თავს არ ზოგავს, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ცოდნის განსამტკიცებლად არაერთ თემატურ აქტივობას ატარებენ.
ახლახან, დავით აღმაშენებლის ხსოვნას ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი, შემეცნებითი აქტივობა მიუძღვნეს.
აქტივობის სახელწოდება გახლდათ: „მუმლი მუხასაო, დავით“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს დავითის ეპოქის მახასიათებლებზე, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს ინფორმაცია აღმაშენებლის რეფორმების შესახებ და იმოგზაურეს ისტორიულ ლაბირინთებში.
აქტივობა შემეცნებითი და რაც მთავარია საინტერესო აღმოჩნდა, როგორც თავად მოსწავლეების, ისე დამსწრე სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.
იხილეთ ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ვის დაევალა ბაღების მონიტორინგი - დადგენილება
სკოლის ეზო ბავშვების ჟრიამულით აივსო
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ