სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე ტინტორენტო XXI საუკუნეში“ - კერძო სკოლა „ანაბასისის“ ხელოვნების მასწავლებელმა მოსწავლეებს შთამბეჭდავი პროექტი შესთავაზა
24-02-2025
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. 

ხელოვნების მასწავლებელი ნანა გიორგაძე შემოქმედი მასწავლებელია, რომელიც ყოველთვის ეძებს ახალ და ინოვაციურ გზებს, რათა შთააგონოს მოსწავლეები და განავითაროს მათი კრეატიულობა. იგი იყენებს სხვადასხვა მეთოდებსა და მასალებს, ხელს უწყობს ექსპერიმენტებს და მხარს უჭერს ინდივიდუალურ გამოხატულებას.

მისი გაკვეთილები არა მხოლოდ ტექნიკური უნარების განვითარებაზეა მიმართული, არამედ ემოციური და ესთეტიკური აღქმის გაღრმავებასაც უწყობს ხელს. მან წარმატებით განახორციელა მე-5ა კლასში პროექტი - „მე ტინტორენტო XXI საუკუნეში“.

პროექტზე მუშაობა მოსწავლეებისათვის ნამდვილი შემოქმედებითი პროცესი იყო: მოსწავლეებმა შექმნეს კომიქსი, მაკეტი, ვიდეო , PowerPoint ექსპერიმენტი. 

პროექტის შემაჯამებელი გაკვეთილი კი ინტერაქტიული და მრავალმხრივი იყო, რაც დაეხმარა მოსწავლეებს ტინტორენტოს ხელოვნებისა და რენესანსის ახალი მხარეების აღმოჩენაში.

ვიზუალური, პრაქტიკული და ციფრული მასალების გამოყენებით გაკვეთილი უფრო გასაგები და მიმზიდველი გახდა.

პრეზენტაციის მეშვეობით მათ გაიცნეს ტინტორენტოს შემოქმედება და მისი ექსპერიმენტები. 

კომიქსის მეშვეობით მოსწავლეებმა გაიცნეს ტინტორენტოს ცხოვრება და სტილი.

ვიდეომ „ღამის ვახშამზე“ გააანალიზებინა მათ მხატვრის უნიკალური ხედვა, სინათლის და მოძრაობის ეფექტი.

მაკეტისა და ფიგურების დახმარებით მოსწავლეები პრაქტიკულად ჩაერთვნენ ჩრდილების შექმნის პროცესში.

ფოტოგრაფიისა და განათების ექსპერიმენტებმა აჩვენა, როგორ იყენებდა ტინტორენტო სინათლეს დრამატული ეფექტისთვის.

PowerPoint-ის გამოყენებით მოსწავლეებმა ციფრულად გამოსცადეს სინათლის და ჩრდილების სხვადასხვა გავლენა.

მოსწავლეები დაფიქრდნენ: როგორ ახდენს სინათლე გავლენას ნახატის აღქმაზე?

როგორ შეიძლება მხატვრის იდეები გამოვიყენოთ დღეს სხვადასხვა სფეროში – თეატრში, ფოტოგრაფიაში, კინოში?

მოსწავლეებმა გაიგეს, რომ ხელოვნება მხოლოდ ისტორია არ არის – ის ცოცხალი პროცესია, რომელიც დღემდე იყენებენ სხვადასხვა სფეროში.

პრაქტიკული აქტივობების დახმარებით მათ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ ვიზუალურად და პრაქტიკულადაც შეიგრძნეს ტინტორენტოს ტექნიკები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის ძირითადი გზავნილი ყველასათვის იყო ის, რომ  ხელოვნება არ არის მხოლოდ წარსული – ის დღევანდელ რეალობასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და მისი პრინციპები დღესაც აქტუალურია! 

„შექმნილი რესურსები ძალიან საინტერესოა და შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც სასწავლო რესურსები. დიდი მადლობა ქალბატონ ნანას ნაყოფიერი საქმიანობისათვის. წარმატებები მოსწავლეებთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება