სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მეფეო დავით“ - ქუთაისის N36 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ისტორიულ მუზეუმში პერფორმანსი დადგეს 
25-02-2025
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართველი ერის წინაშე დავით აღმაშენებლის ღვაწლი აღნიშნეს. 

„900 წელი შესრულდა დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან. განუზომელია მისი ღვაწლი ერის წინაშე. რამდენი დაწერილა... რამდენი თქმულა... და მაინც ბოლომდე ამოუცნობია დავით მეფის პიროვნება ქართველი ერისათვის, ამიტომაცაა, ალბათ, მხოლოდ 300 წლის შემდეგ რომ უწოდა მას ხალხმა აღმაშენებელი. ათასწლეულში ერთი იბადება მსგავსი ადამიანი ერში. დიდება მის ხსოვნას, საქმესა და ღვაწლს მისას!“,- ამაყობენ სახელოვანი წინაპრით სკოლაში და მოსწავლეთა პატიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა (დამრგ. მარიამ გოგიშვილი, მასწავლებელი ინეზა კაციტაძე) ქუთაისის სამხარეო მუზეუმში მუზეუმის დირექციისა და თანამშრომლების მხარდაჭერით დადგეს მინი წარმოდგენა ლალი დეკანოიძის ლექსის - „მეფეო დავით“ მიხედვით. პერფორმანსში ჩანდა მოსწავლეთა გულწრფელი პატივისცემა, სიყვარული და თაყვანისცემა წმინდა მეფისადმი.

წარმოდგენის შემდეგ მოსწავლეები გაეცნენ მუზეუმის ღირსშესანიშნაობებს.

„მადლობა სკოლის დირექციასა და მშობლებს გვერდით დგომისათვის, მადლობა ინეზა კაციტაძეს და მარიამ გოგიშვილს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება