| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N36 სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა განსაკუთრებული გამოცდილება მიიღეს პროექტ-გაკვეთილზე, რომელიც მიეძღვნა თემას – „ჩემი სკოლის რეკლამა“.
გაკვეთილები ჩაატარეს დაწყებითი კლასის პედაგოგმა, თამარ გაბრიაძემ და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგმა ნატალია თურქაძემ და მიზნად ისახავდა მოსწავლეების კვლევითი, შემოქმედებითი და ციფრული უნარების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა აქტიურად მოიძიეს ინფორმაცია სკოლის შესახებ, გააანალიზეს მისი ისტორია, სასწავლო გარემო და მიღწევები. ამ ინფორმაციის საფუძველზე შექმნეს ორიგინალური პრეზენტაციები მატერიალურ ფორმატში, რომლებიც შემდგომ გააციფრულეს და დაამუშავეს ვორდის დოკუმენტებში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს პროექტი არა მარტო მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას ემსახურებოდა, არამედ მათ გუნდური მუშაობის, კრეატიულობისა და ციფრული კომპეტენციების გაუმჯობესებაშიც შეუწყო ხელი.
გაკვეთილის დასასრულს, თითოეულმა ჯგუფმა თავისი ნამუშევარი წარმოადგინა, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს სკოლისადმი სიყვარული და ერთგულება.
„ასეთი ინოვაციური გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციას, ინტერესსა და თვითგამოხატვის უნარს, რაც სასკოლო ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ