| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N7 საჯარო სკოლა ევროპული საზოგადოება eTwinning-ის ქსელს შეუერთდა.
სკოლას სტუმრობდა eTwinning ელჩი საქართველოში, ქუთაისის N24 საჯარო სკოლის დირექტორი, რუსუდან კარკაძე და მისი მოადგილე ჯულიეტა საღარეიშვილი, რომელიც მას ტექნიკურ ნაწილში ეხმარებოდა.
ისინი შეხვდნენ სკოლის პედაგოგებს, მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია eTwinning-ის შესახებ.
სტუმრები დაეხმარნენ მასწავლებლებს საკუთარი ანგარიშის შექმნასა და პლატფორმაზე მუშაობაში. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
„ჩვენი სკოლა მიესალმება ურთიერთთანამშრომლობას მეგობარ სკოლებს შორის და ყოველთვის მზადაა უმასპინძლოს გამორჩეულ, კრეატიულ სტუმრებს“,- აღნიშნავენ ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში და მადობას უხდიან ქუთაისის N24 სკოლის წარმომადგენლებს საინტერესო სამუშაო შეხვედრისათვის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ